29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. დაიცავით საკუთარი პოზიცია, პრინციპები. გაფრთხილდით, დღის მეორე ნახევარში მუშაობისას არ დაუშვათ შეცდომები.

კურო
ყურადღებით იყავით, არაფერი დაკარგოთ, არ დაუშვათ შეცდომები, მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. იყავით აქტიური და მოაგვარეთ მიმდინარე საქმეები.

ტყუპი
არავის გაუმხილოთ საკუთარი საიდუმლოებები. მოერიდეთ არაკეთილმოსურნეებთან კამათს. ეცადეთ, მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე, არ ჩაერიოთ სხვათა ცხოვრებაში.

კირჩხიბი
ნუ გადადებთ პრობლემების მოგვარებას სამომავლოდ. თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში, დაიცავით თქვენი აზრი, პოზიცია. მუშაობისას მეტი დაკვირვება გმართებთ.

ლომი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი საქმეების დაწყება დღის პირველ ნახევარში გმართებთ. კომერციული საქმიანობა შემოსავალს გაგიზრდით. ყურადღებით განიხილეთ გარშემო მყოფების იდეები.

ქალწული
იმდენად იქნებით პირადი და საოჯახო საქმეების მოგვარებით დაკავებული, რომ სამსახურის საქმეებისთვის ნაკლებად მოიცლით. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად და ეცადეთ ნაკლებად კრიტიკული იყოთ მათ მიმართ.

სასწორი
კარგი დღეა საქმიანი და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მეტად იაქტიურეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.

მორიელი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ნუ წამოიწყებთ დიდხნიან პროექტებს. არ ჩაერიოთ გარშემო მყოფთა საქმეებში, მაგრამ თუ დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ.

მშვილდოსანი
აკონტროლეთ ქცევაც და სიტყვებიც. არ გააფუჭოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, პარტნიორებთან. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ.

თხის რქა
რთული დღეა, მიზნების მისაღწევად ბრძოლა, საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწევთ. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

მერწყული
კარგი დღეა ბიზნესშეხვედრებისა და ახალი პროექტების დასაწყებად. რაც უფრო მეგობრულად განეწყობით გარშემო მყოფების მიმართ, მით უკეთესად წარიმართება თქვენი საქმეები.

თევზები
ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. საქმეების მოგვარებისას გამოიჩინეთ ინიციატივა. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებსა და საყვარელ ადამიანს.

კომენტარები

სხვა სიახლეები