28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნურაფერს დაგეგმავთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. თავგადასავლებისა და აზარტის განწყობაზე ხართ. თუმცა, მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოთ. დღეს ისეთ საინტერესო საქმიანობას შემოგთავაზებენ, რომ უარს ვერ იტყვით.

კურო
დღეს სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოავლინოთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. საღამოს სპორტდარბაზში შეიარეთ და ივარჯიშეთ.

ტყუპი
შეიძლება ან დიდი ხნის ვალი დაიბრუნოთ, ან საჩუქარი მიიღოთ. დღეს ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, მოერიდეთ უსიამოვნებებს.

კირჩხიბი
ეცადეთ, არავინ მოგატყუოთ და არც თავად გადავარდეთ ილუზიებში. დროა, მოითხოვოთ დაწინაურება ან ხელფასის მომატება. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად და ურთიერთობის გასარკვევად.
ლომი
გაღიზიანებულობისა და განწყობის ცვალებადობის გამო მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას და დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

ქალწული
დღეს გარშემო მყოფებს საკუთარი სიჯიუტითა და საქმის ცოდნით გააკვირვებთ. ყველაზე რთულ საქმესაც კი მარტივად და სწრაფად გაუმკლავდებით. საღამოს შეეხმიანეთ მშობლებს, ნათესავებს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს.

სასწორი
მნიშვნელოვანი საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. ვარჯიშისას გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება, ინტრიგები და ნერვიულობა გელით.

მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და შვილებთან. შეიძლება ნათესავების დახმარებამ, მოვლამ მოგიწიოთ. თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ. საღამოს კარგია ვარჯიში.

მშვილდოსანი
მოერიდეთ კამათს კოლეგებთან. გადაღლილი ხართ და საქმეების დაწყება გაგიჭირდებათ. ყურადღებით იყავით, რათა არაფერი დაგავიწყდეთ, შეგეშალოთ. საღამო განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები და მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება. მოაგვარეთ უკვე დაწყებული საქმეები. მოითხოვეთ ხელფასის მომატება.

მერწყული
კარგი დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ნუ გარისკავთ, გააზრებულად იმოქმედეთ.

თევზები
კარიერაში წარმატებები გელით. ახლობლებისა და მეგობრების დახმარებით სირთულეებს ადვილად გადალახავთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები