28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დროა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე დაფიქრდეთ. მოსინჯეთ ძალები ახალ სფეროში. ოჯახური ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. დილა ვარჯიშით დაიწყეთ, კარგია ცურვაც. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კურო
ჩამოწერეთ დღეს შესასრულებელი საქმეების სია. ყველაფერი გამოგივათ, თუ არ იზარმაცებთ და მომავლისთვის არ გადადებთ. თავადაც კარგად იცით, რა გვნებთ, ამიტომ, უარი თქვეით მავნე პროდუქტების მიღებაზე. დაუვიწყარი საღამო გელით, რომანტიკით აღსავსე.

ტყუპი
საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ, რაც მატერიალურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების, შვილების მიმართ. ეცადეთ, ამ უკანასკნელებს ყველა სურვილი აუსრულოთ. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის უსიამოვნო პიროვნებებთან. საინტერესო ადამიანთან გელით შეხვედრა.

კირჩხიბი
დაფიქრდით, რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში და გამოასწორეთ შეცდომები. გამონახეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალი გზები. ოჯახის წევრების მიმართ მეტად მზრუნველი და მომთმენი უნდა იყოთ. თუ ახალი სიყვარულისთვის მზად ხართ, ის აუცილებლად გეწვევათ.

ლომი
სასურველი შედეგის მისაღებად გარჯა მოგიწევთ. ნუ დაძაბავთ ატმოსფეროს ოჯახში. სამსახურის საქმეების გამო ნუ მოაკლებთ მზრუნველობას ნათესავებს. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. საღამოს მეგობრულ წვეულებას არ გამოაკლდეთ.

ქალწული
დღეს შრომა და გარჯა მოგიწევთ, მაგრამ სამმაგად აგინაზღაურდებათ. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან. მკურნალობისას მეტად გამოიყენეთ ხალხური საშუალებები. გადაახალისეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, პაემანი განსხვავებულ გარემოში დაუთქვით.

სასწორი
ნებისმიერ საქმეს, რომელსაც დღეს ხელს მოკიდებთ წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. გაუფრთხილდით კუჭს. ნუ გადატვირთავთ ბუტერბროდებითა და ჰამბურგერებით. რომანტიკული ნაცნობობა გელით.

მორიელი
ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, იდეები. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. სიფრთხილე გმართებთ გამონათქვამებისას, განსაკუთრებით, იმათთან, ვისაც უყვარხართ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, გაიუმჯობესეთ ფიზიკური მდგომარეობა. საყვარელ ადამიანს ჭირვეულობის უფლება მიეცით.

მშვილდოსანი
ოჯახის მხარდაჭერას იგრძნობთ და მათი დახმარებით ნებისმიერ სირთულეს დაძლევთ. კონფლიქტური სიტუაციები მშვიდობიანი გზით მოაგვარეთ. თუ მაღალანაზღაურებადი სამსახური ან სამუშაო პირობების გაუმჯობესება გსურთ, თამამად იმოქმედეთ. მოიწესრიგეთ ძილისა და კვების რეჟიმი; შეამცირეთ გართობა.

თხის რქა
კარგი დღეა “ყველაფრის თავიდან დასაწყებად”. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. აგრეთვე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამსახურის საქმეებში პროგრესი გელით. მეტი იმოძრავეთ. განსაკუთრებით, თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ. საინტერესო ნაცნობობისა და შეხვედრების საღამო გელოდებათ.

მერწყული
მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან და გაანალიზეთ მათი მიზეზები. ნუ იქნებით პრეტენზიული. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე დაფიქრება გმართებთ. გაიუმჯობესეთ ხერხემლის მდგომარეობა, ნუ ივლით მხრებში მოხრილი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მყუდრო გარემოში გაატარეთ.

თევზები
მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები გელით. კარგი დღეა კონტრაქტების გასაფორმებლად. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. სიახლეები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მანქანის მართვის შესასწავლად ან ფიტნეს აბონიმენტის შესაძენად. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები