28 თებერვლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი-დღეს კონცენტრირებას ნუ გააკეთებთ ზემოგებაზე და მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. მიიღებთ ანაზღაურებას სხვა ადამიანებისთვის გაწეული მომსახურების გამო: მაგ. მიწოდებული ცნობების, დაწერილი ტექსტის, მიწოდების ან შუამავლობისთვის. მეტად დაფასებული იქნება საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც თავისუფლად მისაწვდომი არ არის. მაგრამ მისი ფლობის შემთხვევაში უფრო თავდაჯერებული იქნებით.

კურო-დღეს აუცილებელი გახდება მეგობართან საუბარი. ხელსაყრელი დროა ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლისთვის. მოგიწევთ დაუგეგმავი მოგზაურობა, რომელიც სიამოვნებას მოგიტანთ. საკუთარ თავში მოულოდნელად აღმოაჩენთ მწერლურ ნიჭს, და მოისურვებთ გრძნობების, მოგონებების ან სამომავლო მოლოდინის გაზიარებას სხვა ადამიანებისთვის.

ტყუპები-ხელსაყრელი დროა პირადული საუბრებისთვის. რომლის მთავარი თემა გახდება ფინანსური საქმეები და კარიერული მიღწევები, ასევე პროფესიული ურთიერთობის პრაქტიკული ნიუანსები. უფროსისგან მიიღებთ კონფიდენციალურ დავალებას ან თხოვნას მცირე პირადული დახმარების გაწევაზე. ამ შემთხვევაში ენას კბილი დააჭირეთ და კარგად შეინახეთ საიდუმლო. ის თქვენგან ლაყბობას არ მოელის.

კირჩხიბი-დღეს შემთხვევის მოცემისას სიამოვნებით წარმოაჩენთ საკუთარ სამეურნეო და კულინარულ შესაძლებლობას. საკმაოდ ძლიერად იქნებით დაინტერესებული სამომავლო მატერიალურ უზრუნველყოფაში. თუმცა თქვენი ყველა მოსაზრება და ჩანაფიქრი არ იქნება მერკანტილური. მიიღებთ წერილს შორიდან ან ახალ წინადადებას მეგობრისგან, რომელიც გაგითბობთ გულს.

ლომი-შესანიშნავი დღეა ვიწრო წრეში თათბირის და შეხვედრებისთვის. გამოსადეგარი იქნება ურთიერთობის დისტანციური ფორმაც: მაგ. სკაიპით. დღის წესრიგში აღმოჩნდება მატერიალური და ქონებრივი თემები. ასევე შეეხებით სპონსორობის, გადასახადების გადახდის, დაკრედიტების, დამატებითი სახსრების და რესურსების ძიების, ფინანსური ანგარიშგების საკითხებს.

ქალწული-ზოგადად ხელსაყრელი დღეა, ზოგიერთი მიმართულებით კი განსაკუთრებით საიმედო. წარმატებულად ჩაივლის საქმიანი და პირადული მიმოწერა უცხოელ კორესპონდენტებთან. შეგიძლიათ დაწეროთ წერილები სასამართლო ინსტანციაში, შეიტანოთ განცხადება ინტიტუტში ან კონკურსში მონაწილეობაზე. გააფართოვეთ ნაცნობობის წრე და გამოიყენეთ პარტნიორების კავშირები.

სასწორი-დღეს წარმატებული იქნება ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია გრძელვადიანი დაბანდებიდან პროცენტის მიღებასთან, კრედიტების გადაფორმებასთან, მიმდინარე ანგარიშების შევსებასთან, გადასახადების გადახდასთან. შემოსავალს მიიღებთ ვალუტის კურსებს შორის არსებული სხვაობით ან გაიმყარებთ მდგომარეობას ვინმესთვის გაწეული მომსახურების მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების აუცილებელი პირობა არის კონფიდენციალურობა.

ღრიანკალი-დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი ყოფის მატერიალური ასპექტები. სხვა ადამიანებს ნუ დაადანაშაულებთ მერკანტილობაში, უმჯობესია ისწავლეთ მათგან ყურადღებიანი დამოკიდებულება საკუთარი რესურსების მიამრთ. კარგი დროა მეუღლესთან საუბრის, შვებულების, ბავშვების აღზრდას და სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების განხილვისთვის.

მშვილდოსანი-აირჩიეთ ყველაზე მშვიდი, თავშეკავებული და ჩუმი კოლეგა საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საიდუმლო სწრაფად გახდება კოლექტივის კუთვნილება. ხელსაყრელი მომენტია ურთიერთობის წვრილმანი ნიუანსების განხილვისთვის ხელქვეითებს შორის, ასევე სამსახურებრივი ინსტრუქციის გადახედვისთვის. გააკეთეთ ხანმოკლე შესვენება ყავის ან ლანჩისთვის.

თხის რქა-დღეს მარტივი და უმნიშვნელო გატაცებაც მოულოდნელად მომგებიანი აღმოჩნდება, თუ საქმეს გონებით მიუდგებით. თუ კარგად ხატავთ, ქარგავთ, ამზადებთ კერძებს, წერთ ტექსტებს ან გაგაჩნიათ რაიმე სხვა სასარგებლო ნიჭი ეცადეთ საქმიანობისგან მიიღოთ არამარტო ემოციური სიამოვნება. გარისკეთ და განათავსეთ მცირე რეკლამა ინტერნეტ-სივრცეში.

მერწყული-ხელსაყრელი დღეა მცირე საყიდლების და ყოფითი გარდაქმნებისთვის. გაიზრდება სწრაფვა ტრადიციული კერძების ან ბავშვობიდან ნაცნობი მენიუს მიმართ. ოჯახური კერძები ამჯობინეთ რესტორნისას და სახლში ისადილეთ. სადილის ან ვახშმის დროს შეიქმნება პირობები მშობლებთან გულითადი საუბრისთვის.

თევზები-დღეს შესაძლოა წარმატებული შენაძენები გზაში, ამიტომ სახლიდან ფულის გარეშე არ გახვიდეთ. გაზრდილი კონტაქტურობის და ცნობისმოყვარეობის გამო სწრაფად მოიპოვებთ სასარგებლო ინფორმაციას. მიიღებთ საინტერესო წერილს ან საქმიან წინადადებას, კარგი დროა სწავლის, განსაკუთრებით პრაქტიკული უნარების შესაძენად.

წყარო: http://geonews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები