28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ მოგზაურობას, მგზავრობას, ახალ ბინაში გადასვლას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კურო
ახალი, გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდებათ, რომლებიც კარიერის წარმატებაში შეგიწყობენ ხელს. გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან და ნუ მოგერიდებათ თხოვნა.

ტყუპი
ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ და დაწყებულ საქმეებს წარმატებით დაასრულებთ.

კირჩხიბი
უამრავი გადაუდებელი საქმე გექნებათ შესასრულებელი. გაბედულად იმოქმედეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ჰობიმ შეიძლება მატერიალური სიკეთეც მოგიტანოთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

ქალწული
გაგიუმჯობესებათ მატერიალური მდგომარეობა. ან ისეთ საქმიანობას შემოგთავაზებენ, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ.

სასწორი
მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას, კამათს. არ დარღვიოთ კანონი. მოერიდეთ მოგზაურობას და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს.

მორიელი
სურვილი გაგიჩნდებათ საკუთარი თავი ძვირად ღირებული და კომფორტული ნივთებით გაანებივროთ. კარგი დღეა საჩუქრების შესაძენადაც.

მშვილდოსანი
შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის კარგი დღეა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

თხის რქა
კონკურენტები გააქტიურდებიან და შეიძლება თქვენი რეპუტაციის შელახვაც სცადონ. მოერიდეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან ურთიერთობას.

მერწყული
მეტი ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

თევზები
მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. ზომიერება გმართებთ კვებაშიც და სასმელშიც.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები