28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება თქვენს მორალურ განწყობაზე აისახება. საკუთარი ძალისხმევის ნაყოფს, რომელზეც ბოლო ერთი თვე იმუშავეთ, ამ დღეს დაინახავთ. ოჯახური ცხოვრება ნდობას, სიხარულს და სულიერ კომფორტს მოგანიჭებთ. ეს პერიოდი არ არის კარგი მოგზაურობისთვის ან საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. გამოიჩინეთ სიფრთხილე საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებაში.

კურო
ამ დღეს ბევრი გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ, რომლებიც მზად არიან, დაგეხმარონ კარიერული წინსვლის მისაღწევად. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ადრე მხარდაჭერას გპირდებოდნენ, ამ სიაში არ აღმოჩნდებიან. მიიღეთ სხვების დახმარება. როგორც წესი, თქვენ მუდმივად მზად ხართ სხვების მხარდასაჭერად, თუმცა, როგორც კი თქვენ გჭირდებათ დახმარება, იმედგაცრუებული რჩებით.

ტყუპები
ამ დღეს ახალი პერსპექტივები წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, ნებისმიერი ჩანაფიქრი აგისრულდეთ. მთავარია, დაიჯეროთ საკუთარი თავის და შეეცადოთ – მიხვდებით, რომ გამოგივიდათ ის, რაც არასდროს გამოგსვლიათ.

კირჩხიბი
უამრავი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ. მოგიწევთ, ყველაფერი მოასწროთ. შემოსავალი ოდნავ შეგიმცირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოიაროთ მაღაზიები, იმოქმედოთ სწრაფად, არ დახარჯოთ დრო ბევრ ფიქრზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელოვან და სოლიდურ ფასდაკლებას გამოტოვებთ.

ლომი
ამ დღეს ძალიან გაღიზიანდებით. შესაძლოა, ცუდი სიზმრები ნახოთ. არ გამოირიცხება, რომ სწორედ ამ დღეს გამოიჩინოთ ძალიან დიდი ძალისხმევა წარმატების მისაღწევად. შემოქმედება რეალურ შედეგს მოგიტანთ. ენდეთ ინტუიციას, ის დაგეხმარებათ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

ქალწული
დილას შესანიშნავი განწყობით დაიწყებთ. დატკბებით კომფორტით და თუკი ფინანსები შეგიწყობთ ხელს, ბედნიერებას უდავოდ, მიაღწევთ. მთავარია, გააცნობიეროთ, რომ მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა არ არის თქვენი თვითმიზანი. მთავარია, ჰარმონიულ და ღირსეულ არსებობის საშუალებას მიაგნოთ.

სასწორი
ეს დღე უსიამოვნებებს გპირდებათ: ძალოვან სტრუქტურებთან შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს. ვარსკვლავები გირჩევენ, მოგზაურობის დაგეგმვამდე კარგად დაფიქრდეთ და არ დაარღვიოთ კანონი. მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა თქვენთვის სასურველი არ არის.

მორიელი
კომფორტი, სიმყუდროვე და ლამაზი ნივთები გაგიტაცებთ. შესაძლოა, ბეწვის ყიდვა გადაწყვიტოთ, ან სამკაულების, ან სულაც სხვებს გაუკეთოთ მდიდრული საჩუქრები.

მშვილდოსანი
ეს პერიოდი შეხვედრებით, მოლაპარაკებებით გექნებათ დატვირთული და დაკავშირებული იქნება ძირითადი ურთიერთობების შეცვლასთან. გამოავლინეთ თქვენი საქმეების მართვის უნარი სრულად, მაგრამ თან, არ დაარღვიოთ ნორმები.

თხის რქა
თქვენ მიმართ ბოროტად განწყობილი ადამიანები ან პრესაში დაბეჭდილი ინფორმაცია რეპუტაციას შეგილახავთ, რის მოპოვებასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდით. მოერიდეთ დაპირისპირებებს და მოუწესრიგებელ ადამიანებთან ურთიერთობას.

მერწყული
ცოლქმრული ურთიერთობა ჰარმონიული და რომანტიკული იქნება. შეეცადეთ, „არ გაუბურღოთ“ ტვინი მეორე ნახევარს და გააუმჯობესოთ ურთიერთობები.

თევზები
შეგიძლიათ, უკვე გაასაჯაროოთ ის ამბები, რომელთაც აქამდე გარშემომყოფებს უმალავდით. მოერიდეთ ნებისმიერი სახის ექსცესებს ყველაფერში – ჭამაში, სმაში ან თუნდაც, სასიყვარულო ურთიერთობებში. მოაწესრიგეთ საკუთარი დოკუმენტები.

კომენტარები

სხვა სიახლეები