27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო და პერსპექტიულ შემოთავაზებებს მიიღებთ; გამოსადეგ ადამიანებს გაიცნობთ. კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად. პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით.

კურო
თუ მისამართის შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, აღარ გადადოთ, დღესვე ჩაალაგეთ ნივთები. კარგი დღეა ბინაში რემონტის დასაწყებად და ინტერიერის შესაცვლელად. ზოგიერთებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით.

ტყუპი
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ვნებიანი რომანის დასაწყისი ელით. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. გამონახეთ დროს საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. ზოგიერთს დააწინაურებენ.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურებრივი და საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად. ზოგიერთს გაუმართლებთ სხვადასხვა სფეროში.

ლომი
დაასრულეთ ურთიერთობები, რომლებიც უკეთესობისკენ არ ვითარდება. საქმეები, რომლებსაც წარმატება არ მოაქვთ. მეტი დრო დაუთმეთ გართობას, ჰობის.

ქალწული
დადებითი ენერგიით ხართ აღსავსე. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ზოგიერთს სამსახურის, საქმიანობის შეცვლა ელის; ზოგიც საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს. ეს დღე იმითაცაა განსაკუთრებული, რომ უმეტესობას რომანტიკული ნაცნობობა ელის.

სასწორი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, საქმეები თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. კარგი დღეა ახალი პროექტებს განსახორციელებლად, ახალ სამსახურში გადასასვლელად. ხელშეკრულებების გასაფორმებლად. გარშემო მყოფები ყურადღებით გაგანებივრებენ.

მორიელი
კარგი დღეა უძრავი ქონების ყიდვისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
საინტერესო და მოულოდნელი მომენტებით აღსავსე დღე გელით. ზოგიერთს დააწინაურებენ. ჰარმონია დაისადგურებს ოჯახშიც.

თხის რქა
გაბედულად იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად, სურვილების ასასრულებლად. საყვარელ ადამიანს გამოუტყდით გრძნობებში, მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი. ზოგიერთი ახალ თანამოაზრეს, საქმიან პარტნიორს გაიჩენს.

მერწყული
ახალ და საინტერესო სამსახურს შემოგთავაზებენ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და უფროსთან მოლაპარაკებისთვს. ზოგიერთს ხელფასის მომატება ელის.

თევზები
კარგი დღეა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. საღამო დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად გაატარეთ. დაუვიწყარი მხიარებულება გელით.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები