27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გამონახეთ დრო სპა-პროცედურებისა და გარეგნობის შესაცვლელად. კარგია მასაჟი, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.

კურო
მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვრელი ადამიანების მიმართ. სამსახურის შემდეგ ეწვიეთ სილამაზის სალონს, სპა-ცენტრს. რათა უქმეებზე მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.

ტყუპი
მოაწესრიგეთ საბუთები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ჩაეწერეთ მანიკიურისა და პედიკიურის სპეციალისტთან. საღამოს დაისვენეთ, გამოიძინეთ.

კირჩხიბი
სამსახურის საქმეებით ისე იქნებით გართული, რომ ვერც კი იგრძნობთ სახლში წასვლის დროის მოახლოებას. საღამო გაატარეთ მშვიდ გარემოში, აღიდგინეთ ძალები.

ლომი
სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. რამდენიმე საათით სილამაზის სალონში შეიარეთ და იქიდან სულ სხვა ადამიანი გამოხვალთ.

ქალწული
გახსოვდეთ, რომ მოვლილი იერი საქმიაანი ადამიანის სავიზიტო ბარათია. შინ ან სპა-ცენტრში ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. საღამოს კი მოდუნდით და დაისვენეთ.

სასწორი
მალევე დაასრულეთ სამსახურისა და სახლის საქმეები, რათა დრო ჰობის, სილამაზეს, სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ. კარგია მასაჟი, აბანო, საუნა.

მორიელი
სამსახურში საქმეები თქვენი ჩარევის გარეშეც მოგვარდება. თქვენ დაისვენეთ. სამსახურის შემდეგ შეხვდით მეგობრებს, მოიწყვეთ განტვირთვა, კარგია სპა-პროცედურები.

მშვილდოსანი
გადახედეთ მოდურ ჟურნალებს და შეირჩიეთ ახალი ვარცხნილობა, სამოსი. დღის ბოლოს გაინებივრეთ საკუთარი თავი საყიდლებით, თავის მოვლით. ჩაეწერეთ მანიკურისა და პედიკიურის სპეციალისტთან.

თხის რქა
თქვენნაირ შრომისმოყვარე ადამიანსაც სჭირდება დასვენება. დღეს თქვენთვის კარგია რელაქსაცია, სპა-პროცედურები, აბანო. საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ.

მერწყული
დილა ცურვით, ვარჯიშით დაიწყეთ. კარგია საუნა, წყლის პროცედურები, რაც მთელი კვირის განმავლობაში დაგროვილ სტრესს მოგიხსნით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თევზები
სამუშაო კვირის ბოლოს თავს უფლება მიეცით დაისვენოთ, აღიდგინოთ ძალები. კარგია ცურვა, არომატული აბაზანის მიღება, პილინგი. აიყოლიეთ საყვარელი ადამიანიც.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები