26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. გარშემო მყოფების მიმართ იყავით მეტად მომთმენი. თუ აბებს შედეგი არ მოაქვს, გაიხსენეთ ხალხური მედიცინა.

კურო
გადაამოწმეთ დოკუმენტები, კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაო. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან. ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრად წადით. საღამოს დალიეთ გვირილის ჩაი.

ტყუპი
სამსახურში საქმწების მიუხედავად, დაეხმარეთ ახლობლებს პრობლემების მოგვარებაში. დაიწყეთ დილაობით ვარჯიში, რომ არ მოიწყინოთ, აიყოლიეთ მეგობრები. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს, წარმატების მიღწევის შანსი გამოგიჩნდებათ. რომანტიკულ განწყობაზე განეწყვეთ და საყვარელი ადამიანს შეხვედრა დაუნიშნეთ. დაარეგულირეთ ძილის რეჟიმი.

ლომი
ბიზნესის გაფართოებისთვის, საქმეების გაუმჯობესებისთვის ფინანსები არ დაიშუროთ. მეუღლე კომფორტსა და ჰარმონიას შეგიქმნით ოჯახში. მარტოხელებმა სიმპათიის ობიექტის მიმართ მეტად გამოავლინეთ ინიციატივა.

ქალწული
მეტი ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ, დაეხმარეთ მათ პრობლემების მოგვარებაში. დღეს მოერიდეთ გადაღლას, მეტად დაისვენეთ. საღამოს მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, მოდუნდით და იოცნებეთ.

სასწორი
გადახედეთ საქმეებს, ზოგიერთი შეცვლას საჭიროებს, ზოგიერთი – გადახალისებას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით.

მორიელი
ბიზნესის გასაფართოებლად და საქმეებში წარმატების მისაღწევად განახორციელეთ ახალი იდეები. სამსახურის გამო პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცლით. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.

მშვილდოსანი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. დღეს მუშაობა მოგიწევთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან; საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. საყვარელ ადამიანს მეტად აგრძნობინეთ მზრუნველობა და სიყვარული.

თხის რქა
მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თუ სამსახურში საქმეები საჩქარო არ გაქვთ, მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ.

მერწყული
დღევანდელი დღე საოჯახო და სამსახურის საქმეებზე გადაანაწილეთ. ნათესავები და მეგობრები ყველაფერში დაგეხმარებიან. საყვარელ ადამიანს ერთად გატარებული დრო, სასიამოვნო მომენტები გაახსენეთ.

თევზები
კარგი დღეა ახალი იდეების პარტნიორებთან განსახილველად; ხელშეკრულებების გასაფორმებლად. დღის განმავლობაში კარგია მედიტაცია, იოგა, მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები