25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
უნდა გააქტიურდეთ და იბრძოლოთ წარმატებისთვის. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ყველა მზადაა თქვენს დასახმარებლად.

კურო
ნუ შეუშინდებით სირთულეებს, გახსოვდეთ, ”რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს”. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად და ახლობლების მხარდაჭერითაც ისარგებლეთ.

ტყუპი
ტყუილითა და ეშმაკობით ნუ ეცდებით წარმატების მიღწევას, რაც უფრო ალალად იმოქმედებთ, მით მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ გარშემო მყოფებში.

კირჩხიბი
სამსახურში უსიამოვნებებსაც მარტივად მოაგვარებთ და სხვებსაც დაეხმარებით დაბრკოლებების დაძლევაში, რის გამოც შექებასა და პატივისცემას დაიმსახურებთ.

ლომი
ახალი იდეები უფროსთან ერთად მშვიდ გარემოში განიხილეთ. არასასურველი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.

ქალწული
წარმატებას შრომითა და მიზანსწრაფულობით მიაღწევთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფების კრიტიკას და იბრძოლეთ გამარჯვებისთვის.

სასწორი
კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ცოდნის მისაღებად. გარშემო მყოფების დასახმარებლად.

მორიელი
მოერიდეთ კამათს პარტნიორებთან. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და დასვენებისთვის.

მშვილდოსანი
გავლენიანი მეგობრების მხარდაჭერით თქვენი გეგმები წარმატებულად განხორციელდება.

თხის რქა
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ახლების დასაწყებად. კარიერული წინსვლისთვის.

მერწყული
ახალი იდეების განსახორციელებლად გაიჩინეთ თანამოაზრეები, ახალი პარტნიორები.

თევზები
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ტექნიკის, პროდუქტების შესაძენად.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები