25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღევანდელი დღე წარმატებული იქნება ახალი საქმის დაწყებისთვის. ეცადეთ გაითვალისწინოთ გარშემომყოფთა აზრი. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.

კურო: დღეს იქნება აქტიური შემოქმედებითი დღე. კარგად წავა საქმეები ბირჟაზე. დღევანდელი დღე მიუძღვენით არა თქვენ თავს, არამედ საყვარელ ადამიანს. ვარსკვლავები გამცნობენ, რომ ასეთი გატარებული დღე, თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

ტყუპები: საქმიანი პარტნიორი თქვენს მოტყუებას ცდილობს, ან უბრალოდ, დანაპირებს ვერ შეასრულებს. ეს კი საქმეს ძალიან გირთულებთ და ფინანსური მდგომარეობაც გიმწვავდებათ. ოჯახში რაღაც კონფლიქტი მწიფდება და მისი განმუხტვა სწორედ თქვენზეა დამოკიდებული. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში თითქოს ერთგვარი გაციება შეინიშნება, მაგრამ ეს დროებითია. დღის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება.

კირჩხიბი: დღეს ეცადეთ არ მისცეთ იმედი იმ ადამიანებს, რომლებზედაც ასე თუ ისე, ფინანსურად ხართ დამოკიდებული. ელოდეთ დახმარებას ძველი ახლობლისგან, რომელთანც ადრე კარგი ურთიერთობა არ გქონდათ.

ლომი: ამ დღეს გაგრძელდება წინა დღის ტენდენციები. ეს გამოიხატება, საქმიანი წინადადებებისა და პოზიტიური პერსპექტივების განხილვასა და რეალიზების მცდელობაში. მოსალოდნელია, გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიოთ სამსახურში. ეს მომავალში თქვენს ფინანსებზე დადებითად აისახება.

ქალწული: ნუ დაიწყებთ ოცნებების კოშკების აგებას და ნურც ილუზიებში იცხოვრებთ, პირიქით, იყავით პრაქტიკული და რეალურად შეხედეთ მოვლენებს. აქცენტი გააკეთეთ საკუთარ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე და ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით!

სასწორი: კარიერაში მნიშვნელოვანი სარისკო ნაბიჯებისაგან თავი შეიკავეთ. ეს დღე იდეალურია მოგზაურობისა და სასიყვარულო თავგადასავლებისათვის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალნაცნობებთან ურთიერთობისას. ადვილად ნურავის ენდობით.

მორიელი: დღეს თქვენთვის მთავარი კარიერა იქნება. დროა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ. თამამად განახორციელეთ ახალი პროექტები. ისინი მომავალში კარგ დივიდენდებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი: დღის პირველი ნახევარი ნაკლებპრობლემური იქნება. ეცადეთ, ცხოვრებისა და საქმიანობის ანალიზი გააკეთოთ, რაც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ადვილად შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას, მათ შორის–პირად ცხოვრებაშიც. თუ საყვარელ ადამიანს სიყვარულში ჯერ კიდევ არ გამოტყდომიხართ, ეს დღე ამისათვის იდეალურია.

თხის რქა: დღის ბოლოს სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. ახლა, საერთოდაც, წინსვლისა და წარმატების პერიოდი გიდგათ. რითაც მაქსიმალურად უნდა ისარგებლოთ. გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად და თქვენ დიდ წარმატებას მიაღწევთ.

მერწყული: დღის დასაწყისში თავს დათრგუნულად იგრძნობთ, მაგრამ იცოდეთ–აქტიური მოქმედების დრო დადგა. თქვენი ინიციატივები მხარდაჭერას იპოვიან კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან. ამასთან ერთად, მეუღლეებთან ურთიერთობისას ნუ იქნებით ეგოისტები, არამედ ეცადეთ უფრო მეტი მგრძნობიარობა და სინაზე გამოავლინოთ.

თევზები: დღეს თქვენს ცხოვრებაში წარმატებების პერიოდი გრძელდება. საქმეში სასურველ შედეგს ადვილად მიაღწევთ. სასიყვარულო ურთიერთობებში სტაბილური ურთიერთობა შენარჩუნდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები