24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს საქმეებში წარმატება და სასიამოვნო ნაცნობობა გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. გამონახეთ დრო პასიური დასვენებისთვის, გამოიძინეთ.

კურო
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ჯანმრთელობას. მათთან ურთიერთობისას მაქსიმალურად უნდა მოთოკოთ ემოციები.

ტყუპი
მოერიდეთ უსიამოვნებებსა და სიტუაციის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. დღეს გაწყვეტილი ურთიერთობის მომავალში აღდგენა გაგიჭირდებათ. სიფრთხილე გმართებთ საოჯახო ქიმიასთან, ალკოჰოლთან და წამლებთან.

კირჩხიბი
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარება მოგიწევთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან.

ლომი
დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად. გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან; დაიწყეთ ვარჯიში, დიეტა.

ქალწული
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. სიტუაციები ობიექტურად შეაფასეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან.

სასწორი
ცვლილებების დღეა. მოემზადეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობისთვის. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ, ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი დაიძვრენთ თავს.

მორიელი
დღეს სერიოზულ საუბარს ვერსად გაექცევით, თუმცა, აგრესიულობას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ. სიტუაცია ობიექტურად შეაფასეთ და ჯავრს ახლობლებზე ნუ იყრით.

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ პარტნიორული კავშირები. კოლეგების დახმარებით საქმეების მოგვარებას შეძლებთ. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის.

თხის რქა
არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან. ნუ იზარმაცებთ, მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას. ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა და არ გადავარდეთ ილუზიებში.

მერწყული
კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის მისაღებად. ურთიერთობაში შეინარჩუნეთ “ოქროს შუალედი”. ყველას აზრი მოისმინეთ და საბოლოო გადაწყვეტილება ისე მიიღეთ.

თევზები
კარგი დღეა ახალი თანამდებობის დასაკავებლად, საქმიანობის შესაცვლელად. თამამად გამოხატეთ თქვენი მოსაზრება და დაიცავით საკუთარი პოზიცია.

კომენტარები

სხვა სიახლეები