23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გამორჩეულად წარმატებული პერიოდი გელით. ნებისმიერი სირთულის საქმეს თავს მარტივად გაართმევთ და მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი აპრილის შუა რიცხვებამდე გასტანს. დროის ამ მონაკვეთში ბოლომდე შეძლებთ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას და ხელქვეითებისა თუ მეუღლის მართვას. მოკლედ, „პარადი მიგყავთ“.

კურო
გამორიცხული არაა, მფარველთან ან ხელმძღვანელობასთან კამათმა ენერგეტიკისა და სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება გამოიწვიოს. მოსალოდნელია ფულის უაზრო ხარჯვა. ეცადეთ, ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი გადაამოწმოთ, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ. ამ დღეს ჩანთისა და საფულეს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები
რთული დღე გელით. შესაძლოა, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. აუცილებელი საქმის ხვალისთვის გადადებას და უსაქმოდ ყოფნას არ გირჩევთ. ეცადეთ, გაუაზრებელი დაპირებები არ გასცეთ და ვალი არ აიღოთ.

კირჩხიბი
ნაკლებად რომანტიკული პერიოდია. საქმეში თავით ხართ ჩაფლული და საყვარელ ადამიანს საჭირო ყურადღებას ვერ აქცევთ. როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანს შეეხმიანოთ და თბილი სიტყვები უთხრათ. ეცადეთ, შეხვედრისას, საკუთარი გრძნობები ორიგინალური საჩუქრით გამოხატოთ.

ლომი
ეს დღე ნებისმიერი სასწავლო ღონისძიებისთვის წარმატებულია. ახალი გეგმებითა და ჩანაფიქრით სავსე ხართ. ამასთანავე, არსებობს ხალხი, რომელიც მზადაა, თქვენთან ითანამშრომლოს და მხარი დაგიჭიროთ. დაიწყეთ დღე ახალი კონტაქტების დამყარებით და ძველი ნაცნობების მონახულებით. კომპლიმენტებსა და თბილ სიტყვებს ნურავისთვის დაინანებთ.

ქალწული
ქალწულები საიმედოობით გამოირჩევიან. თუ საქმე დაიწყეს, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ და აქედან სარგებელსაც ნახავენ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული ელექტრონულ წარმოებაში დააბანდოთ.

სასწორი
ახალი საინტერესო იდეები და გეგმები გაგიჩნდებათ. თქვენი ავტორიტეტი და გავლენა გაიზრდება. დაიწყებთ ცხოვრებაში იმ საქმეების რეალიზებას, რომლებიც საზოგადოებრივ საკითხებს ეხება. შესაძლოა, საქმიანი კავშირებისა და კონტაქტების დალაგებით დაკავდეთ.

მორიელი
ამ დღეს შესაძლოა, მოდის მიმდევრების რჩევები გაითვალისწინოთ. იყავით ფრთხილები მკურნალობის არატრადიციული მეთოდით მკურნალობის არჩევისას – სხვადასხვა საშუალება ერთნაირად არ უხდება ყველა ადამიანს. აუცილებელია სამედიცინო კონტროლი.

მშვილდოსანი
ეს პერიოდი შესანიშნავია სიმდიდრისა და მატერიალური ღირებულებების შესაგროვებლად, ასევე, საქმიანი და პირადი კავშირებისთვის. არ გაუშვათ ხელიდან ბედნიერი მომენტები საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბიზნესსა და პროფესიაში.

თხის რქა
თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. წინ შესანიშნავი მომავალი გელოდებათ. თქვენს სტიქიაში აღმოჩნდებით. ენერგიისა და ოპტიმიზმის მოზღვავება ერთ ადგილზე ჯდომის საშუალებას არ მოგცემთ. ეს დღე შესანიშნავია საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. თუკი პარტნიორების შერჩევისას ყურადღებით იქნებით, საკუთარი იდეების რეალიზებასა და ფულის გამომუშავებას შეძლებთ.

მერწყული
დიპლომატი მერწყულები ამ დღეს განსაკუთრებით ჯიუტები იქნებიან. შესაძლოა, თქვენი ეს საქციელი ინანოთ, თუმცა, სულ რამდენიმე დღეში შენიშნავთ, რომ მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.

თევზები
ეს დღე იდეალურია ფულადი დაგეგმარებისთვის, საქმიანი ხელშეკრულებების ხელმოსაწერად და ფინანსური კონტრაქტების შესადგენად. თუკი დასახულ გეგმას არ გადაუხვევთ, შეგიძლიათ, მეგობრის, ხელმძღვანელის და გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რაც მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები