23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ვარსკვლავები აქტიური მოქმედებებისკენ მოგიწოდებენ. უიმედო სიტუაცია შეგიძლიათ, წარმატებით გამოასწოროთ. ეს დღე შესანიშნავია სარემონტო სამუშაოებისთვის. შეგიძლიათ, საბოლოოდ, ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ, თუმცა ეს თქვენგან ძალიან დიდ ძალისხმევასა და მატერიალურ საშუალებასაც მოითხოვს. ვარსკვლავები არ გირჩევენ, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

კურო
თქვენი სამომავლო ფინანსური მდგომარეობა ამ დღეს გადაწყდება. ვარსკვლავები გირჩევენ ურთიერთობას მაღალი ინსტანციის უწყებებთან. მოგიწევთ, დაკავდეთ ახალი საქმეებით და გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები. შესაძლოა, დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ.

ტყუპები
ეს დღე შესანიშნავია ახალი პროექტების შესაქმნელად და ახალი შესაძლებლობების მოსაძიებლად წარმატების მისაღწევად. ამ ყველაფერში მეგობრები და საქმიანი პარტნიორები დაგეხმარებიან. მასობრივი ინფორმაციის, მარკეტინგის ან ხელოვნების სფეროში უდიდესი წარმატება გელოდებათ.

კირჩხიბი
სხვათა შორის, თუკი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავთ, შეგვიძლია, მოგილოცოთ: ეს ახალ, შესანიშნავ პერსპექტივებს დაგისახავთ. მზად იყავით მოვლენების არასასურველი გზით განვითარებისთვის. დიდი ალბათობით, მიიღებთ შეთავაზებას, რომელზეც შეგიძლიათ, უარი თქვათ.

ლომი
ეს დღე გაძლევთ შანსს, შეცვალოთ მოქმედების სფერო, თუნდაც სამუშაო ადგილი. წარმატება გელოდებათ ბიზნესში, მოგზაურობაში და ფინანსური პრობლემების სწრაფად გადაჭრაში. ისარგებლეთ შანსით, რომელსაც ბედისწერა გაძლევთ. ვარსკვლავების თქმით, შესაძლოა, კარიერაში მოულოდნელი ცვლილებები მოგიწიოთ.

ქალწული
ამ დღეს შესანიშნავად შეძლებთ, მოვლენები მართოთ, აკონტროლოთ ადამიანები სხვადასხვა რესურსებით. პრობლემები მოსალოდნელი არ არის. წარმატება გარანტირებული გაქვთ, თუკი საკუთარი თავის მიმართ დიდი მოთხოვნები გექნებათ და შეძლებთ, სწორი გზით გადალახოთ დაბრკოლებები.

სასწორი
ძალაუფლების, სიმკაცრისა და სარკაზმისკენ იქნებით მიმართული. ენერგიას, რომელიც მოჭარბებულად გაქვთ, არასწორად გადაანაწილებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი ხელში აიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრების გაუმჯობესების შანსს ხელიდან გაუშვებთ და გარშემომყოფებში ავტორიტეტს დაკარგავთ.

მორიელი
საგადასახადო ორგანოებთან პრობლემები შეგექმნათ. არ გამოირიცხება ბიუროკრატიული უსიამოვნებები. ნუ ისარგებლებთ ბოროტად თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობით. მოერიდეთ ზედმეტ თავსატეხებს და დროულად გადაიხადეთ ვალები.

მშვილდოსანი
საკუთარ თავში ლიდერის თვისებებს აღმოაჩენთ. იქნებით თავდაჯერებული და ენერგიული, რაც საკუთარი მიზნების მიღწევაში უპირობოდ დაგეხმარებათ. ინტენსიურად იმუშავებთ სხვადასხვა იდეების შექმნაზე, რომელიღაც მათგანი აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.

თხის რქა
ამ დღეს ფინანსურ მოგებას ნახავთ. თქვენს წინაშე გაიხსნება ჰორიზონტი, რომელიც ახალ გეგმებს დაგისახავთ და ახალ შესაძლებლობებს დაგანახვებთ. შეინარჩუნეთ სამსახური (თუნდაც ყველაზე მობეზრებული) ნებისმიერი გზით.

მერწყული
ექსტრემალური სიტუაციების გარეშე მოიწყენთ. პულსის ამაჩქარებელი სიტუაციები ძალიან გაგართობთ, მაგრამ გამოიჩინეთ სიფრთხილე – დღის მეორე ნახევარში არ გამოირიცხება სპორტული ტრავმები. ვარსკვლავები გირჩევენ, უსაფრთხოების ტექნიკით აღიჭურვოთ, განსაკუთრებით სპორტის ექსტრემალური სახეობით გართობის დროს. თუკი ავტომრბოლელი ხართ, აკონტროლეთ მოძრაობის წესები გზაში.

თევზები
გაორმაგებული, ურთიერთგამომრიცხავი დღე მოვლენების მოულოდნელად შეცვლას გამოიწვევს. მცირე წარმატება თავბრუს დაგახვევთ. ცხოვრებაში ყველაფერს ზომიერი შრომით უნდა მიაღწიოთ, მხოლოდ ამგვარად მიაღწევთ აღიარებასა და მატერიალურ კეთილდღეობას.

კომენტარები

სხვა სიახლეები