23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ოჯახში შექმნილი სასიამოვნო ატმოსფერო საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ, თუმცა სურვილები თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომ გასავალი შემოსავალზე მეტი გელით.

კურო
ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თქვენი ტაქტიანი მიდგომა ოჯახში ნდობის, სიმყუდროვისა და სულიერი სითბოს ატმოსფეროს შექმნის. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. თავი შეიკავეთ სპირტიანი სასმელების მიღებისგან.

ტყუპები
გაორებული და წინააღმდეგობრივი დღეა. ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. მოსალოდნელია სამსახურებრივი მდგომარეობის შეცვლა. არაკეთილმოსურნეთა ჭორებმა შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნათ. მხოლოდ კარგად გამოცდილ და სანდო ადამიანებს ეკონტაქტეთ. ერიდეთ კოლექტიურ შრომას.

კირჩხიბი
ამ დღეს მოსალოდნელია კონფლიქტი, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. გამორიცხული არაა, რომ ისეთ ადამიანებს დაუმეგობრდეთ, ვისთანაც ადრე ურთიერთობას ვერ აწყობდით. პრობლემებს ახლობელი ადამიანების დახმარებით გაუმკლავდებით. გახსოვდეთ, სრულფასოვანი დასვენება თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

ლომი
მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა თქვენგან ძალების კონცენტრაციასა და მონდომებას მოითხოვს. ბედს ნუ ემდურით: ყველაფერი იმდენად ბევრი გაქვთ, რომ ვალდებული ხართ, სხვებსაც გაუზიაროთ.

ქალწული
ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, რამდენიმე საქმიან კონტაქტს დაამყარებთ, რომლებიც მომავალში დაგეხმარებათ. გამორიცხული არაა, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. შესაძლოა, მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ დაუფიქრებლად ნუ დასთანხმდებით. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, რჩევა გამოცდილ კოლეგებს ჰკითხეთ.

სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. იმდენად დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთებას ცდილობთ. საქმის წარმატება მთლიანად დამოკიდებულია მატერიალურ უზრუნველყოფაზე.

მორიელი
შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს წარმატებული დღე ელით. წინ საოცარი აღმოჩენა გელოდებათ. თქვენსა და გარშემომყოფ ადამიანებს შორის თბილი და გულითადი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.

მშვილდოსანი
მომატებული სასიცოცხლო პოტენციალის წყალობით დღის პირველ ნახევარში სამსახურში წარმატება გელით. ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისა და დასვენებისთვის. ფინანსურ საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა ერიდოთ, რადგან არსებობს როგორც შემოსავლის მიღების, ისე მისი დაკარგვის შანსი. დღის მეორე ნახევარში არაკეთილმოსურნეთა ჭორებისა და მაქინაციების წყალობით უსიამოვნებები გელით. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი.

თხის რქა
ვარსკვლავების განლაგება ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. თხის რქა ქალს ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა შეუძლია, თუმცა მათი ზედმეტი მომთხოვნელობა და კაპრიზები პარტნიორთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. მამაკაცებს სრულფასოვანი დასვენება სჭირდებათ. მოიწყვეთ პატარა ოჯახური წვეულება და გრძნობების გამოვლენა ნუ მოგერიდებათ.

მერწყული
დაძაბული დღეა. დაგეგმილი შეხვედრები, მოლაპარაკებები და მგზავრობა წარუმატებლად ჩაივლის. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ ინერვიულებთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ.

თევზები
უკიდურესად სახიფათო დღეა. ერიდეთ გადაღლასა და მძიმე ფიზიკურ შრომას. ამ დღეს ნებისმიერი ნაკაწრის მორჩენას დიდი დრო დასჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ სერიოზულ დაზიანებაზე. გაითვალისწინეთ, რომ მომავალ კვირას უსიამოვნებები და დაძაბულობა გელით.

კომენტარები

სხვა სიახლეები