23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
პოზიტიური ემოციებით დატვირთული დღე გელით. იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. მოსალოდნელია შეხვედრა უცხოელებთან, ცნობილ ადამიანებთან. აუსრულეთ ახლობლებს დანაპირები.

კურო
ჰარმონიული და სასიხარულო დღე გელით. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ზოგიერთი ან საინტერესო ადამიანს გაიცნობს, ან საინტერესო საქმიანობაში ჩაერთვება.

ტყუპი
საკუთარი საქმიანობით, საქციელით ტკბობის საშუალება მოგეცემათ. თქვენს იდეებს გარშემო მყოფებიც აიტაცებენ. კარგი დღეა დღესასწაულის მოსაწყობას, საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად; კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

კირჩხიბი
უჩვეულო და საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდებით. საღამოს ოჯახის ნათესავებთან შეიკრიბეთ. მოსალოდნელია პაემანი და მსუბუქი ფლირტი.

ლომი
ფულის ხარჯვა ბინის რემონტსა და კეთილმოწყობაზე დაგეხარჯებათ. ჰარმონია დაისადგურებს სასიყვარულო ურთიერთობაში. საოჯახო ვახშამი შეიძლება დღესასწაულში გადაიზარდოს.

ქალწული
გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

სასწორი
საინტერესო და მოულოდნელი მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო.

მორიელი
კარგი დღეა არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ახალი ნაცნობობისთვის. დღეს სასურველს მიიღებთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.

მშვილდოსანი
კარგი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. ზოგიერთს საინტერესო პერსპექტივებს შესთავაზებენ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

თხის რქა
კარგი დღე გელით, პირადი ცხოვრებაც გაგიუმჯობესდებათ და პროფესიაშიც მიაღწევთ წარმატებებს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ჩაიფიქრეთ და იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად.

თევზები
დაგროვილ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. საღამოს კმაყოფილნი იქნებით დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენებით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ნიუანსებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები