23 აპრილს ახალმთვარეობაა – “მაისის შუა რიცხვებში განსხვავებულ სურათს ველოდებით”

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ახალმთვარეობისა  და მაისის თვის პროგნოზზე წერს.

“23 აპრილს ახალმთვარეობაა კუროს ზოდიაქოს ნიშანში. ბოლო დღეებში ბევრი ადამიანი უენერგიობას, აპათიას განიცდის, მით უფრო ისინი, ვის რუკაშიც მთვარის ძლიერი გავლენაა გამოხატული. ეს უენერგიობის და უიმედობის პერიოდი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, მანამ, სანამ მთვარე ,,მოიკრებს,, ძალას და ზრდას დაიწყებს, შესაბამისად, ენერგიითაც აგვავსებს. კუროს შემოსვლა სასიკეთო მოვლენად შესაძლოა შევაფასოთ მოცემულ სიტუაციაში, რადგან კურო სტაბილურობის, ჰარმონიის, სიმშვიდის მომტან ენერგიებთან ასოცირდება შესაბამისი ვიბრაციებს გავრცელებას ველით სამყაროშიც. როგორც ვვარაუდობდი, ბევრ ქვეყანაში უკვე სასიკეთო მაჩვენებლები დაფიქსირდა წინაკვირაში, იკლო გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვმა, ამერიკაც ე.წ. პლატოზე გავიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. ნელ ნელა მსოფლიო უმკლავდება ამ გამოწვევას…ბევრგან უკვე დაიწყეს შემზღუდველი რეგულაციების მოხსნა . ამ პროცესს კუროს პერიოდი უფრო მეტად შეუწყობს ხელს და მაისის შუა რიცხვებში საერთოდ განსხვავებულ სურათს ველოდებით (წესით, ივნისის დაბნელებაზე ამ ვირუსს ძალა უნდა ჰქონდეს დაკარგული, რადგან ეს ყველაფერი დეკემბრის დაბნელებაზე დაიწყო, დაბნელებაზევე უნდა მოხდეს კვანძის გახსნა). მანამდე კი, მოვიკრიბოთ მოთმინება, აღვივსოთ ოპტიმიზმით და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, მოვუფრთხილდეთ ჯანმრთელობას.!
დღეგრძელობას გისურვებთ..!  ამ გამოცდასაც წარმატებით ჩავაბარებთ”!.-წერს  ქეთი ვაწაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები