22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია მივლინება, მხიარული მგზავრობა, საქმიანი შეხვედრები და სასიამოვნო ამბები. რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს.

კურო
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. კარგი დღეა საქმიანობის შესაცვლელად, ახალ სამსახურში გადასასვლელად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ტყუპი
ან ახალ საქმიანობას დაიწყებთ ან პირად ბიზნესს წამოიწყებთ. კარგი დღეა ახალი პარტნიორების მოსაზიდად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
კოლეგები და უფროსი დააფასებენ თქვენს მუშაობას და შექებას, ფულად პრემიას დაიმსახურებთ. ზოგიერთს კარიერული წინსვლა გელით. სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო საქმეებსაც მოაგვარებთ.

ლომი
სურვილებისა და იდეების რეალიზების დღეა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან, მატერიალური მდგომარეობა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. აღადგინეთ ურთიერთობა მივიწყებულ ახლობლებთან.

სასწორი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. გარშემო მყოფები მზრუნველობასა და ყურადღებას არ მოგაკლებენ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.

მორიელი
საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. კარგი დღეა მგზავრობის, მოგზაურობისა და ფეხით სეირნობისთვის.

მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ბიზნესის გასაფართოებლად. გავლენიანი ახლობლები ყველა საქმიანობაში შეგიწყობენ ხელს.

თხის რქა
გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით უამრავ საქმეს მოაგვარებთ, იდეებს განახორციელებთ. დღეს სარფიან საქმიანობას წამოიწყებთ, რაც მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

მერწყული
დღეს ხასიათის საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა ელის. გაგეზრდებათ შემოსავალი.

თევზები
დღეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩაიფიქრებთ, – ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებების გასამართავად და პროექტების დასასრულებლად. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები