21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს; ბინის კეთილმოწყობას. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

კურო
მოერიდეთ კრიტიკას გარშემო მყოფების მიმართ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად რომანტიკული.

ტყუპი
ფორტუნა თქვენ მხარესაა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში გელით წარმატება. საყვარელი ადამიანი თქვენი გულის მოგებას ეცდება.

კირჩხიბი
ნუ იქნებით კრიტიკული ახლობლებისადმი. ოჯახის წევრები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

ლომი
დღეს ყველას დასჭირდება თქვენი რჩევები, თქვენი დახმარება. მოულოდნელი სტუმრებიც გეყოლებათ.

ქალწული
მხიარული სიტუაციები გელით. საყვარელი ადამიანი სერიოზულ საუბარს წამოიწყებს. ნუ შეშინდებით, ყველაფერი რომანტიკით დასრულდება.

სასწორი
დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. სასიამოვნო შეხვედრა და ახალი ნაცნობობა გელით.

მორიელი
ნათეასავების ან მეგობრების სტუმრობამ შეიძლება გეგმები აგირიოთ. საყვარელ ადამიანს საღამო რომანტიკული პაემანი მოუმზადეთ.

მშვილდოსანი
შეგიძლიათ, თავს უსაქმურობის უფლება მისცეთ. დაისვენეთ და გამოიძინეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

თხის რქა
შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. თუ ნოსტალგიამ შემოგიტიათ, გადახედეთ ძველ ფოტოებს, წერილებს.

მერწყული
კარგია დღეა მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასასეირნებლად. ზოგიერთი ლატარიის ბილეთის ყიდვას გადაწყვეტს.

თევზები
მეტი დრო და მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. კარგი დღეა დიეტის, ვარჯიშის დასაწყებად.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები