21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მუშაობისას ნუ აჩქარდებით. მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. საღამო მეგობრულ გარემოში გატარეთ.

კურო
ნუ მოდუნდებით, მეტად აქტიურად უნდა იმოქმედოთ, თუ გსურთ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და წარმატებასაც მიაღწიოთ.

ტყუპი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. საქმეებში უმნიშვნელო წარუმატებლობის გამო ხელს ნუ ჩაიქნევთ. პირიქით, უფრო მობილიზებული და მიზანმიმართული უნდა გახდეთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. გაუფრთხილდით ნერვებს.

ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ შეხვედრები (საქმიანიც და პირადიც). მეტად დაისვენეთ. სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით.

ქალწული
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. არ გააბათ სამსახურებრივი რომანი. საღამო საოჯახო საქმიანობას დაუთმეთ.

სასწორი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, რათა მეორე ნახევარში პასიურად დაისვენოთ.

მორიელი
საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და ყურადღებით გაანებივრეთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ ემოციების გამოვლენას, უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს. დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან.

თხის რქა
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და გამორიცხული არაა, დღეს ერთი ნახვით შეგიყვარდეთ. უკვე შეყვარებულებმა კი რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ საყვარელ ადამიანს.

მერწყული
მოულოდნელი შეხვედრები უამრავ რამეზე დაგაფიქრებთ. ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად შესრულებას. უმჯობესია, დაისვენოთ.

თევზები
ტრავმული დღეა და მეტი სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ აზარტულ საქმიანობასა და ექსტრიმს.

კომენტარები

სხვა სიახლეები