21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს დაწყებული რომანი თავბრუდამხვევი და ვნებიანი იქნება. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. საღამოს რომანტიკული პაემანი მოიწყვეთ.

კურო
დასვენებასა და გამოძინებას შეძლებთ. დღე აღსავსეა სიურპრიზებითა და სასიამოვნო მოულოდნელობებით. მეგობრები და ნათესავები თქვენს კეთილდღეობაზე იზრუნებენ.

ტყუპი
კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად. დაიწყეთ რემონტი, მოაწესრიგეთ საბინაო პრობლემები. საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ.

კირჩხიბი
მშვიდი დღე გელით. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. დაისვენეთ და გამოიძინეთ. საღამოს ნათესავებს ოჯახური წვეულება მოუწყვეთ.

ლომი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნეთ და გრძნობებში გამოუტყდით.

ქალწული
კარგი დღეა განმარტოებისა და საკუთარ ემოციებსა და გრძნობებში გასარკვევად. შეიძლება მოვლენები ახლებურად გადააფასოთ.

სასწორი
სასიამოვნო სიახლეებისთვის მოემზადეთ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. მარტოხელებს წვეულებაზე საინტერესო ნაცნობობა ელით.

მორიელი
მხიარული, სასიამოვნო დღე გელით. გამოძინებისა და დასვენების საშუალება მოგეცემათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან და მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი
საქმეები დილითვე მოაგვარეთ, რათა საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულად, ან საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატაროთ.

თხის რქა
სასიამოვნო სიახლეებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი სურვილის ასრულებას შეძლებთ.

მერწყული
დასვენების, შთაბეჭდილებების მიღების, ახალი იდეების დაბადების დღეა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. გაიჩენთ ახალ მეგობრებს.

თევზები
კარგი დღეა წესრიგის დასამყარებლად, საყიდლებისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან; ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები