21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ეჭვებს, შურს და შეურიგებლობას განასახიერებს. შეყვარებულებს უსიამოვნო წუთების გადატანა მოუწევთ და შესაძლოა, არასტაბილური კავშირები გაწყდეს კიდეც. ამ დღეს ნუ დაგეგმავთ შეხვედრებს, ნაკლები ილაპარაკეთ და ეცადეთ, დროებით ყველა პრობლემას განერიდოთ.

კურო

შესაძლოა, ახალგაზრდა კუროები უსამართლობას შეეჯახონ, მაგრამ საკუთარი პრობლემების შესახებ არ ისაუბრებენ. მთელი ძალებით ეცადეთ შვილების ნდობა მოიპოვოთ, რომ რთულ მომენტრებში პრობლემებთან მარტო არ დარჩნენ.

ტყუპები

სავარაუდოდ, ამ დღეს პროფესიული წარმატებებით თავს ვერ გამოიჩენთ. ნებისმიერი საქმე უზარმაზარ შრომას მოითხოვს და შემოსავლი არ ჩანს. ეცადეთ ვალი არ აიღოთ, რადგან დაბრუნება გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი

ეს დღე ცდუნებას განასახიერებს დ შესაძლოა, კირჩხიბების მორალური სიმტკიცის გამოცდად იქცეს. ცდუნება განსაკუთრებით დიდი იქნება სახლისგან მოშორებით: მივლინებაში, მოგზაურობასა თუ დასვენების დროს. ვისთვისაც ოჯახური ურთიერთობები ძვირფასია, კარგად უნდ დაფიქრდეს, სანამ საბედისწერო შეცდომას დაუშვებს.

ლომი

შესანიშნავი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისა და ჯანმრთელობის გაკაჟებისთვის. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და ეცადეთ, ადრე დაიძინოთ. ალერგიულ ადამიანებს ვურჩევთ, მკურნალობა დაიწყონ.

ქალწული

ეს დღე თავისუფლებას, ალტრუიზმს და მეგობრობაში ერთგულებას განასახიერებს. შესანიშნაავი დღეა ნერვიული სისტემისა და მხედველობის სამკურნალოდ. რეკომენდირებულია წყლის პროცედურები.

სასწორი

სასიკეთო ტენდენციები გრძელდება. სურვილის შემთხვევაში სასწორები შეძლებენ რთული სიტუაციიდან მოხერხებულად გამოსვლას და საკუთარი შესაძლებლობების რეკლამირებას. დღის მეორე ნახევარში ინიციატივას თქვენი კონკურენტები გამოიჩენენ. ისღა დაგრჩათ, რომ სიურპრიზებს ელოდოთ და მათზე რეაგირების საშუალებებზე იფიქროთ.

მორიელი

ეს დღე დიდ ცვლილებებს გპირდებათ პროფესიულ საქმიანობასა თუ პირად ურთიერთობებში. ზოგიერთი მორიელი საცხოვრებელი ადგილის გაფართოვებას და კომფორტულად მოწყობას დაიწყებს. მარტოხელებისთვის ცხოვრებში ყველაზე მთავარი გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა.

მშვილდოსანი

ფრთხილად იყავით და ყურადღება არ მოადუნოთ. შესაძლოა, აზარტმა და მოგების სურვილმა კაზონომდე მიგიყვანოთ. გახსოვდეთ, სარისკო გადაწყვეტილება კარგად უნდა გაიაზროთ. რისკი და უგუნურება სხვადასხვა ცნებებია.

თხის რქა

ამ დღეს შეუძლებელს შეძლებთ და მიუღწეველს მიაღწევთ. გიყვართ ომი და ბრძოლის მოგებაც შეგიძლიათ, ამიტომ უკან არ დაიხიოთ.

მერწყული

მშვენიერი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისთვის, თუმცა ბავშვებთან ურთიერთობაში უკიდურესობებებს უნდა მოერიდოთ (ეს მოფერებასაც ეხება და ჭკუის დარიგებასაც). გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები თქვენს შეგონებებს თამაშის პროცესში უკეთ აითვისებენ.

თევზები

კარგი დღეა ხალხში გასვლის დ საკუთარი სიახლეების თუ შემოქმედების გასაჯაროებისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ქორწინებისთვის. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გაღრმავების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები