20 ოქტომბერს, საღამოს სავსემთვარეობაა-ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგი, რამაზ გიგაური 20 ოქტომბრის სავსემთვარეობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“20 ოქტომბერს საღამოს სავსემთვარეობაა.
მთვარე ვერძშია და მზე-მარსს უპირისპირდება.
იმატებს მოუთმენლობა, თავშეუკავებლობა, იმპულსურობა და აგრესიულობა.

20-ში(-):
* არ ვარჩევთ საქმეებს,
* არ გვინდება ნასვამზე ბასრი დანით პურის დაჭრა,
* არ გვინდება წინ მიმავალი ოპელ-ვექტრასთვის გადასწრება,
* არ გადავდივართ წითელზე,
* რა ვთქვი მე, წითელზე არ გადავდივართ-მეთქი!
* არ მივდივართ სანადიროდ,
* არც ტირში არ მივდივართ,
* არ ვიღებთ ვალებს (ყოველ შემთხვევაში ვერიდებით ამას),
* არ გვინდება ავტობუსში უნიღბოდ ამომავალ „ვერზილას“, რომელსაც უნდა დაამტკიცოს, რომ მაგარი ტიპი, ჯემპრის თავზე წამოცმა და ჭიტლაყის ამორტყმა,
* არც გინება… არავითარი შუა თითის ჩვენება!
* ვერიდებით ბევრ ხალხს და აგრესიულ სიტუაციებს,
* ვუფრთხილდებით თავს (რა რომელ თავს? რა კითხვაა ეს?! ვერძის სუსტი წერტილი – თავია),
* ასევე არარეკომენდებულია ქირურგიული პროცედურები თვალებზე და კბილებზე (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).

20-ში(+):
* ვართ სიმშვიდეში, ნირვანაში, სამადჰიში,
* ვაჯამებთ ბოლო ორი კვირის პრობლემებს და დასკვნები გამოგვაქვს,
* აუჩქარებლად ვგეგმავთ მომდევნო ორი კვირის მიზნებს,
* კარგია რეკლამის გაკეთება (მიწერა-მოწერა. ოღონდ ფილმ „ფესვებით“ არ იყოთ, მიწერა რომ აქვს და მოწერა – არა),
* ვაქტიურობთ შესაძლებლობების ფარგლებში (ვურეკავთ, მივდივართ და ა. შ. ანუ თვითონ ვიჩენთ ინიციატივას),
* ვიწყებთ ან ვაკეთებთ მოკლევადიან საქმეებს, რომელიც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ და არ გაგვეწელოს,
* ზომიერად ვვარჯიშობთ (ექსპერიმენტების გარეშე),
* საკუთარ თავს უფრო მეტად ვიყვარებთ (ქრთამად ერთი კილო შოკოლადი მიართვით საკუთარ თავს და მიირთვით-მეთქი, ამას არ ვამბობ).

მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება თქვენში და თქვენს გარშემო. <3

სიყვარულით,
რამაზ გიგაური”

კომენტარები

სხვა სიახლეები