20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სასიამოვნო ცვლილებების დღეა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

კურო
განმარტოება, დასვენება და სიმშვიდე მოგინდებათ. საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში განმარტოვდით.

ტყუპი
ფლირტის, რომანტიკის დღეა. იყავით მეტად გახსნილი, ღიმილიანი; საყვარელი ადამიანის მიმართ – მოსიყვარულე.

კირჩხიბი
ნუ გასცემთ დაპირებებს. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. ტელეფონიც კი გამორთეთ, რომ არავინ შეგაწუხოთ.

ლომი
ენერგიული ხართ და გმირობებისთვის მზად. საღამოს გემრიელობებზე მეგობრებს უმასპინძლეთ.

ქალწული
დაისვენეთ, გამოიძინეთ, მეგობრებს შეხვდით, საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

სასწორი
საოჯახო საქმეების მოგვარებას დღის პირველი ნახევარი დაუთმე, საღამო – გართობას. მეგობრების დახმარებით იდეების განხორციელებას შეძლებთ.

მორიელი
შეხვედრებისგან თავბრუ დაგეხვევათ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გაიხსენეთ, პატარებს კი ასწავლეთ ლოტოს, დომინოს თამაში.

მშვილდოსანი
მხიარული დღე გელით. მეგობრებთნ შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

თხის რქა
დილით განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები; საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
საკუთარი თავი გემრიელობით გაინებივრეთ. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ.

თევზები
გარშემო მყოფებისგან კომპლიმენტები და შექება გელით. დღეს სასიამოვნო შეხვედრები მოსალოდნელი.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები