20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ შეიქმნით წინააღმდეგობებს საქმეებში, ურთიერთობებში. დაიბრუნეთ “დაკარგული” მეგობრები. კარგი დღეა მოდური, ორიგინალური ნივთების შესაძენად.

კურო
საქმეებში ყელამდე ჩაფლული რომც იყოთ, საინტერესო წინადადებებსა და სარფიან ხელშეკრულებებზე უარი არ თქვათ. აქტიური დღე ელით მძღოლებს. ხელოსნები უსაქმოდ ვერ გაჩერდებიან.

ტყუპი
განსხვავებული შეხედულებების გამო მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებთან.

კირჩხიბი
სამსახურში დაგროვილ საქმეებს კოლეგებთან ერთად გაუმკლავდებით. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ლომი
დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს. აკონტროლეთ ემოციები. განსაკუთრებით საწინააღმდეგ სქესთან ურთიერთობისას. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს.

ქალწული
მშვიდად მოისმინეთ კრიტიკა. გაიუმჯობესეთ სამუშაო პირობები, ურთიერთობა კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან.

სასწორი
მოერიდეთ “ცხელ გულზე” გადაწყვეტილებების მიღებას. სამსახურის საქმეების გამო ნუ დაივიწყებთ პირად ცხოვრებას. გამონახეთ დრო შვილებისთვის; გააუმჯობესეთ ქსელური კონტაქტები.

მორიელი
გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, მეტი სიმყუდროვე შექმენით ბინაში. გაფრთხილდით, არავინ გაგაბათ ფინანსურ მაქინაციაში.

მშვილდოსანი
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველაფერი კარგად გაანალიზეთ. გააუმჯობესეთ რომანტიკული ურთიერთობა. იყავით სიახლეების საქმის კურსში.

თხის რქა

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გაცივდებით. მეტ ყურადღებას მიიღებთ პარტნიორებისგან, შეიძლება ფინანსური დახმარება გაგიწიოთ. კარგი დღეა საჩუქრების შესაძენად.

მერწყული
იყავით დიპლომატიური, გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან. რომანტიკული განწყობა ავანტიურისკენ გიბიძგებთ.

თევზები
ნუ გაუშვებთ შანს ხელიდან გაიუმჯობესოთ სამუშაო, ცხოვრებისეული პირობები. საიდუმლო სასიყვარულო შეხვედრა გელით. გაფრთხილდით, თავბრუ არ დაგახვიოთ ილუზიებში გადავარდნამ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები