20 დეკემბრიდან იუპიტერი თევზებიდან ვერძში გადაინაცვლებს-როგორ აისახება ეს მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

20 დეკემბრიდან იუპიტერი თევზებიდან ვერძში გადაინაცვლებს, სადაც 2023 წლის 16 მაისამდე წინ იმოძრავებს. ეს ტრანზიტი შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მოქმედება, ინიციატივების გამოხატვა, გამბედაობა, უშიშარი ხასიათი და შინაგანი თავისუფლება უცხო არაა. ამის შესახებ, ასტროლოგი, დავით ნიბლაძე წერს:

“20 დეკემბრიდან იუპიტერი თევზებიდან ვერძში გადაინაცვლებს, სადაც 2023 წლის 16 მაისამდე უკანმოუხედავად იმოძრავებს წინ. ამჯერად, ვერძში იუპიტერს რეტროგრადული ფაზა არ ექნება.

ეს ტრანზიტი ნამდვილი შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მოქმედება, ინიციატივების გამოხატვა, გამბედაობა, უშიშარი ხასიათი და შინაგანი თავისუფლება უცხო არაა. თუ მოახერხებ, შენ თვითონ იყო შენი თავის მამოტივირებელი, გამოიჩენ სათანადო ენთუზიაზმსა და მონდომებას, გექნება საკუთარი თავის რწმენა და ზედმეტი ყოყმანიც ხელს არ შეგიშლის, საოცრად მაგარი ამბები შეგეძლება დაატრიალო.
იუპიტერი ვერძში საკუთარი თავის რწმენასა და დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს იმდენად გაზრდის, რომ ეს იქნება დრო, როდესაც არაერთ ახალ ბიზნესს ვიხილავთ. ეს იქნება კერძო სექტორისა და სტარტაპების განვითარების ნახევარი წელი.

პიროვნულ დონეზე ეს ტრანზიტი თითოეულ ადამიანს აძლევს შანსს, გამოკვეთოს, გაზარდოს, დახვეწოს საკუთარი ინდივიდუალიზმი.
იუპიტერის მთავარი საკვანძო სიტყვა რწმენაა. ვერძში კი მარტივი მისახვედრია, ვისი და რისი რწმენაა საჭირო წარმატებისთვის – საკუთარი თავის!

იმისათვის, რომ იუპიტერისა და სამყაროს მხარდაჭერა მოიპოვო⤵
▪ დაივიწყე ხვალინდელი დღე. რისი გაკეთებაც გინდა, დღესვე და ახლავე გააკეთე. იმოქმედე სპონტანურად, იმაზე ფიქრის გარეშე, ვაი და, რომ არ გამოვიდეს, მერე რა გეშველება.
▪ გამოიჩინე საკმარისი გამბედაობა, რომ ასი ადამიანის ნებართვისა და წაქეზების გარეშე, დამოუკიდებლად, შენით მიიღო გადაწყვეტილებები.
▪ იყავი გამბედავი, პირდაპირი და შემტევი (ოღონდ ისეც არა, რომ ვინმეს ზიანი მიაყენო).

☝️ ეს არის საუკეთესო შანსი, დაიწყო და განავითარო ის, რაც გულით გსურს, რაც ნამდვილად შენია, რასაც სიყვარულით და ენთუზიაზმით გააკეთებ. მთავარია, გაბედო, დაიწყო, გადადგა ნაბიჯი და წინ იარო.

თუ ყურადღებას მიაქცევ, შენს დაბადების რუკაში რომელ ასტროლოგიურ სახლში მოხვდება ტრანზიტული იუპიტერი, იმასაც მიაგნებ, განსაკუთრებით რომელ სფეროში გამოჩენილი მონდომება დაგიფასდება წარმატებით.“- წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები