2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიიღეთ მოცემული სიტუაცია ისე როგორც არის და ნუ დაუპირისპირდებით ხელმძღვანელობასა თუ კოლეგებს. ნუ შეეცდებით სხვისი ცრემლების საფასურად მიაღწიოთ კეთილდღეობასა და წარმატებას.

კურო

კარგი დროა სამომავლო გეგმების დასახვისთვის, მოიძიეთ მოკავშირეები ახალი საქმეების წამოსაწყებად, ერთმანეთზე ზრუნვით და მხარდაჭერით წარმატებებს მიაღწევთ.

ტყუპები

შეიტანეთ სიახლეები თქვენს ყოველდღიურობაში, ყურადღება მიაქციეთ ტექნიკის გამართულობას, იზრუნეთ ძველი ნივთების განახლება-მოწესრიგებაზე.

კირჩხიბი

ყოველდღიურობაში რაღაც სიახლეებს აღმოაჩენთ და სამყაროს ახალი ენერგიებით დაიმუხტებით, მზად ხართ შექმნათ რაიმე სასიკეთო და სასარგებლო, გამოხატეთ კეთილი ნება მთელი სამყაროს მიმართ.

ლომი

ნუ შეუშინდებით სიახლეებსა და სირთულეებს, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნითა და გონივრული საუბრით თქვენ შეძლებთ მოხიბლოთ გარშემომყოფები და მიიღოთ სასურველი შედეგები.

ქალწული

სასურველია ნაკლებად პრეტენზიული და მომთხოვნი იყოთ ირგვლივმყოფთა მიმართ, ახლა მეტად საჭიროებთ გულთბილ და სასიამოვნო ურთიერთობებს.

სასწორი

მოიძიეთ საჭირო კონტაქტები, მოძებნეთ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები და მეტად იკონტაქტეთ თქვენივე პროფესიის ადამიანებთან, შესაძლოა ახალმა იდეებმა ახალი წარმატებებისკენ გაგიხსნათ გზა.

მორიელი

წარმატება გელით ახალ წამოწყებებში, მაგრამ სამსახურეობრივ საქმიანობაში წინსვლასთან ერთად, ნუ დაგავიწყდებათ ბავშვებზე ზრუნვა, მათი სურვილებითა და ოცნებებით დაინტერესება.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, შესაძლოა ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის უკეთესობისკენ არა მხოლოდ თქვენს არამედ ბევრი სხვა ადამიანის ცხოვრებასაც.

თხის რქა

შესაძლოა საჭირო გახდეს თვენი ინტერესების დაცვა, შესაძლოა რაიმეს დათმობაც დაგჭირდეთ, დაიცავით თვენი შეხედულებები, ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან და დაიცავით თქვენი სივრცე.

მერწყული

ბიზნეს-საქმიანობაში კარგ შედეგებს დადებთ, იფიქრეთ ამ საქმიანობის გაფართოებასა და სიახლეებზე, მოუსმინეთ თანამოაზრეებს და იზრუნეთ რომ მეტად საინტერესო გახადოთ თქვენი საქმიანობა.

თევზები

დიპლომატია თქვენთვის ძალიან საჭირო იარაღია. სწორედ ეს თვისება დაგეხმარებათ უახლოეს პერიოდში ნებისმიერ საქმეში გამარჯვების მოსაპოვებლად.

კომენტარები

სხვა სიახლეები