2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
პოზიტიური მოვლენებით დატვირთული დღე გელით. პერსპექტიულ შემოთავაზებას მიიღებთ. ახალი იდეები დაგებადებათ და ჩაიწერეთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

კურო
საინტერესო და მოულოდნელი მოვლენები გელით. კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ცოდნის გასაღრმავებლად. დილას ან საღამოს გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის.

ტყუპი
სასურველი თანამდებობის დაკავების შანსი მოგეცემათ. სტატუსსაც აიმაღლებთ და მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

კირჩხიბი
თავბრუდამხვევი მოვლენებით აღსავსე დღე გელით. მოსალოდნელია მივლინება, საცხოვრებელი მისამართის ან საქმიანობის შეცვლა. განწყობას მეგობრები გაგიუმჯობესებენ. საღამოს მოსალოდნელია სტუმრების მიღება.

ლომი
ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და ნათესავებთან. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების   გაცნობა და სიურპრიზები.

ქალწული
კარგი დღეა ახალი თანამდებობის დასაკავებლად. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. საინტერესო გახდება თქვენი პირადი ცხოვრებაც.

სასწორი
კარგი დღე ელით განათლების, სამეცნიერო და სარეკლამო სფეროში მომუშავეებს. გავლენიანი მეგობრების დახმარებით თავისუფლად იმოქმედებთ და ყველა საქმეს წარმატებით დაასრულებთ.

მორიელი
ენერგიული ხართ და თუ ორგანიზებულად იმოქმედებთ, ყველაფერს მოაგვარებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და უფროსთან. ეს დღე დაუვიწყარი შემთხვევის წყალობით დაგამახსოვრებთ თავს.

მშვილდოსანი
პრობლემები თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდება. კარიერაშიც წარმატებას მიაღწევთ. პროფესიონალურ საქმიანობას შემოქმედებითად მიუდექით.

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ სამსახურის საქმეები. მოსალოდნელია დაწინაურება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ოჯახის წევრები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.

მერწყული
თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული და ფინანსური საკითხები. რთულ საქმეებსაც ადვილად გაართმევთ თავს. საღამოს მოიტოვეთ დრო დასვენებისთვის.

თევზები
ადრე ჩაფიქრებული იდეების განხორციელების დღეა. გარშემომყოფებში რეპუტაციას აიმაღლებთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები