2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ნებისმიერი სახის შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის, კომერციული საქმიანობისთვის, მოგზაურობისთვის, რემონტისა და მშენებლობისთვის. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანთან ან ბავშვებთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. თქვენი ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდეს.

კურო
ამ დღეს მინიმუმამდე შეამცირეთ შეხვედრები და კონტაქტები. ერიდეთ მგზავრობას და მივლინებებში წასვლას. ხელსაყრელი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. გამორიცხული არაა, რომ შემთხვევითი ნაცნობობა ხანგრძლივ, რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, უამრავ სასიამოვნო ქათინაურს მოისმენთ. საღამოს მოსალოდნელია მცირეოდენი დეპრესია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

ტყუპები
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი მოღვაწეობის, მშენებლობისა და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის. ქალებს ახალი ნაცნობობა ელით. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ – სასიყვარულო ურთიერთობებში კრიზისული პერიოდი დგება. მოსალოდნელია ტყუილი, ღალატი და იმედგაცრუება. მამაკაცებო, ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა აკლიათ. ეცადეთ, ეს დეფიციტი რაც შეიძლება მალე შეავსოთ. სავარაუდოდ, შედეგი, რომელსაც დიდი ხანია ელით, მალე დადგება.

კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გრძნობებსა და ქმედებებს შორის ბალანსი აღდგება. მშვენიერების სამყარო უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. პლანეტები მზად არიან, მიზნის მიღწევაში დაგეხმარონ. სავარაუდოდ, საიმედო შეტყობინებას მიიღებთ და შეძლებთ, მომგებიანი საქმე დაიწყოთ.

ლომი
დღის პირველი ნახევარი ნებისმიერი კონტაქტისა და შეხვედრისთვის ხელსაყრელია. სავარაუდოდ, რაღაც წვეულებაზე მიგიპატიჟებენ, სადაც თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენას შეძლებთ. სასურველია ფიზიკური ვარჯიში, აქტიური დასვენება და გართობა. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანთან ან ბავშვებთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევა ან დაუგეგმავ ხარჯს მოითხოვს.

ქალწული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობის, მოგზაურობის, რემონტისა და მშენებლობისთვის. მამაკაცებს ახალი ნაცნობობა ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა ელით. სასურველია, რომ ქალები სასიყვარულო თავგადასავლებს ერიდონ – მოსალოდნელია ცრუ დაპირებები და იმედგაცრუება.

სასწორი
ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა. თქვენი იმუნიტეტი შემცირებულია და თავს გადაღლილად გრძნობთ. ერიდეთ ცრუ დაპირებებს და მზად იყავით დიდი ოჯახური უსიამოვნებებისთვის. შეზღუდეთ მეგობრებთან ურთიერთობა და ენერგიის ახალი წყაროების მოძიება დაიწყეთ.

მორიელი
ამ დღეს უამრავი მოულოდნელობა გელით. მოვლენების ისეთ ორომტრიალში აღმოჩნდებით, რომ ყველაფრის გაკონტროლებასა და დასკვნების გამოტანას ვერ ასწრებთ. ნუ ინერვიულებთ! დღის ბოლოს ყველაფერში გაერკვევით და შეძლებთ, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.

მშვილდოსანი
გამორიცხული არაა, რომ მშვილდოსანმა ქალებმა დიდი ხნის ოცნება აისრულონ ან პირად ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ. მომატებული სექსუალობა მამაკაცების ყურადღებას მიიქცევს. რაც შეეხება მამაკაცებს, ეცადეთ, სინდისთან კომპრომისზე არ წახვიდეთ – შესაძლოა, ერთგული მეგობარი დაკარგოთ.

თხის რქა
მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან წარმატებული შენაძენი. ქალებს ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი ელით. ეცადეთ, სასიყვარულო თავგადასავალი საქმიან გეგმებში არ აურიოთ. მამაკაცები ხმაურიან წვეულებებს უნდა ერიდონ. სავარაუდოდ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

მერწყული
დღის დასაწყისში სერიოზული პროვოკაცია და არცთუ ისე სასიამოვნო მოულოდნელობა გელით. ერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს და ხმამაღალ რეგისტრში საუბარს. ეცადეთ, მეტი მოთმინება და მიმტევებლობა გამოიჩინოთ, რომ კონფლიქტი არ გააღვივოთ.

თევზები
ხელსაყრელი დღეა საქმიანი ოპერაციებისთვის, ბანკებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია კრედიტის მიღება. შესაძლოა, კარიერული წინსვლისთვის ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდეთ. ყველაფერი მხოლოდ თქვენი რეაქციის სისწრაფესა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. მარტოხელა თევზებს რომანტიკული ურთიერთობა ელით, დაოჯახებულებს კი – გრძნობების განახლება.

კომენტარები

სხვა სიახლეები