2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დასვენების, უსაქმურობის დღე მოიწყვეთ. თუ მოგეწყინებათ მეგობრებს შეეხმიანეთ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კურო
ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ. ისე მოიქეცით, რომ თავად იყოთ ბედნიერი. საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატარეთ. იმხიარულეთ.

ტყუპი
გარშემო მყოფები საქმეებისა და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ოჯახის წევრებმა საოჯახო წვეულების მოწყობა გადაწყვიტეს და არ გამოაკლდეთ.

კირჩხიბი
შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. ზოგიერთს სიურპრიზი ელის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. მარტოხელებს ფლირტი ელით.

ლომი
როგორც ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურებით და დღეს სადაც არ უნდა მოხვდეთ ყურადღების ცენტრში იქნებით. არ გამოაკლდეთ მხიარულობასა და წვეულებებს.

ქალწული
დღევანდელი დღე მოგზაურობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისაა შექმნილი. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

სასწორი
პოზიტიური დღე გელით. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ თქვენი ძალა, რომ არ გადაიღალოთ. საღამოს სასიყვარულო თავგადასავალი გელით.

მორიელი
დაივიწყეთ ყველა უსიამოვნება და იმხიარულეთ. ოჯახის წევრები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. საღამოს საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუწყვეთ.

მშვილდოსანი
დაისვენეთ, გამოიძინეთ და მოემზადეთ მეგობრებთან შესახვედრად, სამხიარულოდ. თუმცა, შინ მისვლა არ დააგვიანოთ.

თხის რქა
მოწყენის მიზეზი არ გაქვთ. მეტად გაიღიმეთ და დატკბით ცხოვრებით. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ და პიკნიკი მოაწყვეთ.

მერწყული
უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გააქტიურდეთ.

თევზები
გარშემო მყოფები თქვენი სურვილების ასრულებას შეეცდებიან. დაგეხმარებიან ნებისმიერ საქმეში. წარმატება გელით პირად ცხოვრებაში.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები