19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შემოქმედებითი ენერგიით აივსებით. ეს დღე შესანიშნავია ფუნდამენტურ პროექტებზე სამუშაოდ. შესაძლოა, სახლის აშენებაზე იფიქროთ, ან ახალი, ხანგრძლივი საქმიანობა წამოიწყოთ. აუცილებელია, ყველაფერს სერიოზულად მიუდგეთ.

კურო
თვითგამოვლენის დღე გაქვთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზას ადვილად იპოვით. ახალი მიზნის დასახვისას, გაითვალისწინეთ: ის უნდა იყოს ძალიან ნათელი. ნუ შეეცდებით ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერას – ეს საპირისპიროდ მოგიბრუნდებათ.

ტყუპები
პროექტი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით, ჯერ კიდევ რეალიზების პროცესშია. მოგიწევთ გარკვეული ხარჯებისგან თავის შეკავება. ვალის აღება და დაპირებულ ვადაში დაბრუნება – საუკეთესო იდეაა. ივნისამდე ვალების დაბრუნებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ.

კირჩხიბი
მოვალეობებს დაარღვევთ. ფარული დაბრკოლების გამო კონტრაქტების შეწყვეტა მოგიწევთ, რომლებიც მნიშვნელოვან ფულად დანაკარგს უკავშირდება. დღის პირველ ნახევარში ეძებეთ შესაძლებლობები მოლაპარაკებების დასაწყებად. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არ დაზარალდეთ. მოაგროვეთ ის ინფორმაციები, რომლებიც თქვენ მიერ დაინტერესებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. დღის მეორე ნახევარში ამის გაკეთება გაგიჭირდებათ.

ლომი
ეს დღე აგრესიასთან ასოცირდება. ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი აღმოჩნდებით. თქვენზე გაბრაზებულ ადამიანებს შესაძლოა, ღირსეული პასუხი ვერ გასცეთ. სოციალური საქმეების გადასაწყვეტად ეს დღე საუკეთესო არ არის. შეეცადეთ, კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ურთიერთობის გარკვევას შეეცდებიან.

ქალწული
შესანიშნავი დღეა კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის. რეალობას გაგებით მოეკიდებით და შეეცდებით, დაეხმაროთ ადამიანებს თავიანთი უნარების გამოვლენაში. მოახდინეთ მთელი თქვენი გამოცდილების კონცენტრირება საზოგადოებრივ საქმეებზე, პედაგოგიკაზე და საკუთარი შვილების აღზრდაზე.

სასწორი
ნაკლებად პროდუქტიული და ნაკლებად სასიხარულო დღე გელოდებათ. უშედეგო საუბრები მოგიწევთ, პარტნიორთან საუბარში სირთულეები შეინიშნება, რაც ემოციებისგან სრულად დაგცლით. ცუდი დღე რეკლამისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, დოკუმენტებსა და კონტრაქტებზე ხელის მოწერას.

მორიელი
შესაძლოა, საქმიანობა შეიცვალოთ და თქვენი ინტერესთა სფერო დაუკავშიროთ ბუღალტერიას, მედიცინას, ბიბლიოგრაფიას, საიდუმლო სამსახურს ან რაიმე კვლევას. იმ შემთხვევაშიც, თუკი სამუშაო ადგილის შეცვლაზე ჯერ არ ფიქრობთ, ახლებურად მოეკიდეთ ჩვეულ მოვალეობებს. შემოქმედებითი დამოკიდებულება თქვენს საქმიანობას კიდევ უფრო გაალამაზებს.

მშვილდოსანი
მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. ამ დღეს ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენთ. ახალ საქმეში წინსვლა გელოდებათ და ხელფასის მომატებაც. ძველი საქმიანობაც მოგიტანთ ცოტაოდენ შემოსავალს. შეგიძლიათ, საკუთარი სურვილების რეალიზება და იმის შეძენა, რაზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობთ.

თხის რქა
ამ დღეს არ გამოირიცხება შეცდომები, გაუთვალისწინებელი სიტუაციები და შექმნილი მდგომარეობის არაობიექტური აღქმა. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტად მიენდოთ საკუთარ ინტუიციას. ითანამშრომლეთ და იმოქმედეთ თანამოაზრეებთან ერთად.

მერწყული
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნებათ. არ გამოირიცხება, ქრონიკულმა დაავადებებმა შეგახსენოთ თავი. ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით დააკვირდით, რას მიირთმევთ დღის მანძილზე.

თევზები
ეს შესანიშნავი პერიოდია მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაწყვეტად. თვენი შემოსავალი უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ურთიერთობას ბრწყინვალედ მართავთ ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. სასიყვარულო პაემანი შესანიშნავად ჩაივლის. ნუ გადადებთ ბანკში ან ფინანსურ უწყებებში ვიზიტს. იყავით თანმიმდევრული, სანამ ადამიანებს რამეს დაჰპირდებით.

კომენტარები

სხვა სიახლეები