19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეამცირეთ საქმეების რაოდენობა, სამუშაო საათები. ხშირ-ხშირად დაისვენეთ. გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტარეთ ან მზის ამოსვლისას, ან ჩასვლისას.

კურო
ნუ დაძაბავთ ურთიერთობას კოლეგებთან და პარტნიორებთან. შეძლებისდაგვარად გაისტუმრეთ ვალები.

ტყუპი
მოერიდეთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

კირჩხიბი
კარგი დღეა საქმიანი დოკუმენტების გასაფორმებლად, ბიზნესის დასაწყებად და ფირმის რეგისტრაციისთვის. დაკვირვებულად შეადგინეთ ფინანსური გეგმები.

ლომი
კარგი დღეა კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. ზოგიერთი საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე დაფიქრდება. ზოგსაც ახალი სამსახურის დაწყებას შესთავაზებენ.

ქალწული
საკუთარი თავის მიმართ მეტად კრიტიკული უნდა იყოთ. გაანალიზეთ საკუთარი საქმიანობა, ქმედება. გამოიტანეთ დასკვნები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი
დღეს საჩუქრებს მიიღებთ და გარშემო მყოფებისგან დაფასება და აღიარებაც გელით. მშვიდად შეხვდით სიახლეებს. მოერიდეთ ფულის ხარჯვას.

მორიელი
სამსახურის საქმიანობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. ბიზნესმენები პარტნიორების დახმარებით მოაგვარებენ პრობლემებს. ახალი საქმეები არ წამოიწყოთ, სანამ ყველა დეტალს არ განიხილავთ.

მშვილდოსანი
ახალი იდეებისა და გეგმების განხორციელებაში მეგობრები დაგეხმარებიან. ზოგიერთს ახალ სამსახურს შესთავაზებენ. ნუ გაფლანგავთ ფულებს.

თხის რქა
მიზანდასახულობისა და შრომისმოყვარეობის გამო წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ დიპლომატიურად იმოქმედეთ, ნურავის გააღიზიანებთ.

მერწყული
სამსახურის საქმეების გამო ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან და ნურც ოჯახის წევრებს წაეჩხუბებით. აკონტროლეთ ემოციები. პრობლემები პარტნიორებთან შეთანხმებულად მოაგვარეთ.

თევზები
პირად ცხოვრებაში მომხდარი პოზიტიური ცვლილებების გამო სამსახურის საქმეებზე ყურადღებას ნუ მოადუნებთ. ნუ აიღებთ ვალს, კრედიტს.

კომენტარები

სხვა სიახლეები