18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეხვედრების, მგზავრობის დღეა. საღამომდე დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ. მარტოხელებს შინ ჯდომა გეკრძალებათ. საიამოვნო ნაცნობობა გელით.

კურო
რომანტიკული ნაცნობობა მოსვენებას დაგიკარგავთ და შეიძლება უძილობამაც გაგტანჯოთ. ახალ მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ, მაგრამ მუშაობისთვის დღეს ვერ მოიცლით.

ტყუპი
კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობის გასახალისებლად. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.

კირჩხიბი
ყველა საქმიანობაში წარმატებაა მოსალოდნელი. განსაკუთრებით პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. ახალი მეწყვილე შეიძლება მეგობრების წრეში აღმოაჩინოთ. საღამო შვილებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
საქმეები დროულად დაასრულეთ, რათა მეტი დრო დაუთმოთ გართობას, მეგობრებთან ერთად მხიარულებას. ფლირტი და პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გელით.

ქალწული
მარტოხელები დიდხანს ნუ გაჩერდებით შინ და სამსახურში. მეგობრები აიყოლიეთ და კინოში წადით ან საყვარელ კაფეს ესტუმრეთ.

სასწორი
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს ფლირტი და სასიამოვნო ნაცნობობა ელით.

მორიელი
პრობლემები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე არ გაძლევდათ მოსვენებას, ნერვიულობის გარეშე მოგვარდება. პარასკევის საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
საინტერესო ადამიანებთან შეხედრა და საუბრები გელით. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

თხის რქა
ემოციური დღე გელით, – ტირილი სიცილს შეცვლის; ლოდინი – მოთმინების დაკარგვას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

მერწყული
მოერიდეთ დაპირისპირებას თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან. სამსახურში მოაგვარეთ დაგროვილი პრობლემები. საღამოს მიიღეთ არომატული აბაზანა, უყურეთ სათავგადასავლო ფილმს.

თევზები
ინტელექტის ამაღლების დღეა. სასურველის მისაღწევად მეტად მობილიზებული უნდა იყოთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები