18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საკუთარი მოსაზრებები და იდეები არავის გაუმხილოთ, უკეთეს პერიოდს დაელოდეთ. ხუმრობის დროსაც კი აკონტროლეთ გამონათქვამები. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.

კურო
შეხვედრებით, ნაცნობობით, საქმეებით დატვირთული დღე გელით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.

ტყუპი
იდეალური დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. ნუ მოგერიდებათ, კონსულტაცია გაიარეთ მცოდნე ადამიანებთან.

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. ნუ ეცდებით ყველას მოაწონოთ თავი; მათ ისედაც უყვარხართ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დღის პირველ ნახევარში საქმიანი შეხვედრები დანიშნეთ. შუადღის შემდეგ გამონახეთ დრო მეგობრებისთვის.

ქალწული
სურვილების ასრულების დროა – პირად ცხოვრებაშიც და სამსახურის საქმეებშიც. ვალდებულებების მიუხედავად გამონახეთ დრო ნათესავებთან ურთიერთობისთვის.

სასწორი
მხიარულ განწყობაზე ხართ, გართობის სურვილი გაქვთ, მაგრამ ვალდებულებევსაც ნუ დაივიწყებთ. სამსახურში ცვლილებები გელით, პირად ურთიერთობაში – სიურპრიზები.

მორიელი
ახალი პარტნიორების (საქმიანი და სასიყვარულოც) ძიებაში თუ ხართ, უპირატესობა სიმპათიურებსა და ჭკვიანებს მიანიჭეთ. თუმცა, ფლირტით გართულს საქმეების მოგვარება ნუ დაგავიწყდებათ.

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, გაუზიარეთ მათ საკუთარი ცოდნა, მაგრამ მიღწევებით არ იტრაბახოთ. უფროსთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები.

თხის რქა

მართალია, უამრავი საქმე დაგიგროვდათ მოსაგვარებელი, მაგრამ დასვენებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვისაც გამონახეთ დრო. ოჯახის წევრებს მიახვედრეთ საკუთარი სურვილები.

მერწყული
სასიამოვნო ცვლილებების დღეა. ეცადეთ დაიცვათ საკუთარი მოსაზრება კამათის გარეშე. საღამოს საყვარელი ადამიანი ჯადოსნურ პაემანს მოგიმზადებთ.

თევზები
ენერგიული, მხიარული ხართ და გიმართლებთ კიდეც. დილიდანვე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები