17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
პირად ურთიერთობებში დაგროვილმა პრობლემებმა შეიძლება დღის პირველ ნახევარში თავი იჩინოს. გამორიცხული არაა, რომ ვერძ ქალებს მომაბეზრებელი მოვალეობის შესრულება ან სასტიკი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოთ. მამაკაც ვერძებს საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა ელით, რაც მათ სასიცოცხლო და ემოციურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

კურო
გირჩევთ დღის პირველ ნახევარში საკუთარ გრძნობებზე იფიქროთ და წყენის დავიწყებას შეეცადოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ სიცოცხლით ტკბობას და სულიერი წონასწორობის დაბრუნებას. ვარსკვლავები გირჩევენ, სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. ერიდეთ ცრუ დაპირებებს. სასიამოვნო სიზმარი მესამე დღეს აგიხდებათ.

ტყუპები
ამ დღეს მაღალი სასიცოცხლო პოტენციალი გაქვთ. ტყუპ მამაკაცებს კარიერული და ფინანსური წარმატება გელით. გირჩევთ, პირად ცხოვრებაში დიდსულოვნება გამოიჩინოთ და წყენა დაივიწყოთ. ქალი ტყუპები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ უახლოეს ხანებში რომანტიკული ურთიერთობა დასრულდება.

კირჩხიბი
ამ დღეს უამრავი პრობლემის ერთდროულად გადაჭრა მოგიწევთ, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ერიდეთ უსარგებლო საუბრებს, რადგან ეს გაღიზიანების მეტს არაფერს მოგიტანთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გელით.

ლომი
შესაძლოა, ამ დღეს მკაცრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. გირჩევთ, საღამოს სტუმრად წახვიდეთ. საინტერესო და დასამახსოვრებელი შეხვედრა გელით.

ქალწული
წინა თვეების მანძილზე დაგროვილმა პრობლემებმა შეიძლება დღეს იჩინოს თავი. წარმატების მისაღწევად ნებისმიერ საქმიანობაში აუცილებელია მაღალი ინტელექტი, მახვილი ჭკუა და პრინციპულობა. მხოლოდ ამ თვისებების გამოვლენით შეძლებთ მიზნამდე მისვლას და უამრავი წინააღმდეგობის დაძლევას.

სასწორი
ამ დღეს ახალი ენერგიით აივსებით, თუმცა გამორიცხული არაა, იურიდიულ ან ფინანსურ პრობლემებთან შეჯახებამ ნერვული სტრესი გამოიწვიოს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო საქმეები გელით, რაც მოგზაურობას ან შენაძენს უკავშირდება. შესაძლოა, ძველ პროექტებსაც დაუბრუნდეთ, რომლებიც მოგებას მოგიტანენ.

მორიელი
ხელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შეძენისთვის, თუმცა ყველაფრის კარგად გააზრება მოგიწევთ. გამორიცხული არაა, იმაზე მეტი ფული დაგჭირდეთ, ვიდრე გეგმავდით. დროთა განმავლობაში, ყველაფერს, რაზეც დღეს ოცნებობთ, შეიძენთ, მაგრამ ცოტა უნდა დაიცადოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი
გირჩევთ ამ დღეს მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, თუმცა ყველაფერი თქვენზე არ იქნება დამოკიდებული. ქალი მშვილდოსნები მზად უნდა იყვნენ რომანტიკული ურთიერთობის დასრულებისთვის. მამაკაცებს კი მეტი დიდსულოვნების გამოჩენას და ძველი წყენის დავიწყებას ვურჩევთ.

თხის რქა
მეტი ყურადღება და წინდახედულება გმართებთ – დაბალი სასიცოცხლო პოტენციალი საშუალებას არ გაძლევთ, თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, ამიტომ შესაძლოა, სერიოზული შეცდომა დაუშვათ.

მერწყული
ამ დღეს ბედის მოულოდნელი შემობრუნება გელით. გამორიცხული არაა, რომ იურიდიულ ან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ნერვული სტრესი მიიღოთ. პარტნიორების მოულოდნელი მოქმედება თქვენგან გაორმაგებული ძალით მუშაობას მოითხოვს. შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

თევზები
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს ბევრი პრობლემის ერთდროულად მოგვარება მოგიწიოთ. თქვენი შინაგანი სამყარო სრულყოფილებისა და ახალი იდეალებისკენ მიიწევს. ეცადეთ, საკუთარი თავისა და გარშემომყოფი ადამიანების მიმართ გადაჭარბებული პრეტენზიები არ გქონდეთ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება ადამიანების მიმართ.

კომენტარები

სხვა სიახლეები