17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაძაბული დღეა, რადგან კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევასა და გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებას დიდ დროს მოანდომებთ. მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაციები, ტყუილი და დანაკარგი, რაც ნერვიულ სტრესსა და ქრონიკული დაავადებების გამწვავებას გამოიწვევს. ეცადეთ, პრობლემებს თავი აარიდოთ და სხვა საქმეზე გადაერთოთ. გახსოვდეთ, რომ ახლობელი ადამიანები თქვენგან სიყვარულსა და მზრუნველობას ელიან.

კურო
ოჯახის წევრებთან ან ახლო ნათესავებთან პრობლემები გელით. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მიზეზი თქვენი გადაჭარბებული მგრძნობიარობაა. შემთხვევითი ადამიანების შენიშვნებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ტაქტი და თავშეკავება გმართებთ, განსაკუთრებით ქალებს.

ტყუპები
სავარაუდოდ, სამსახურებრივი საქმე თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. მოსალოდნელია ოჯახის წევრებთან ან ახლო ნათესავებთან კონფლიქტი, თუმცა ნებისმიერი კონფლიქტის მიზეზი თქვენი ხასიათია. ეცადეთ, ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი
ეს დღე შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: პირველი წარუმატებელია, მეორე – წარმატებული. გამორიცხული არაა, რომ ადამიანი, რომელზეც დამოკიდებული ხართ, თქვენით უკმაყოფილო დარჩეს. მზად იყავით სერიოზული საუბრისთვის, რომელსაც მოულოდნელი შედეგი მოჰყვება. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ. ეს წარმატებასა და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვების აღზრდასა და განათლებას.

ლომი
დაძაბული დღეა. მოსალოდნელი კონფლიქტი და გაუგებრობა დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მაინც არ გადაწყდება. შესაძლოა, დაუგეგმავი საქმეების გაკეთება მოგიწიოთ. მოსალოდნელია პროვოკაციები, ტყუილი და დანაკარგი. კონფლიქტისთვის თავის ასარიდებლად, ეცადეთ, სხვა საქმეებით დაკავდეთ.

ქალწული
ამ დღიდან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ოპერაციებს და დანახარჯს. ერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. სავარაუდოდ, მომგებიან საქმეს შემოგთავაზებენ, თუმცა სწრაფ შემოსავალს არ უნდა ელოდოთ.

სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. უფროსობასთან სერიოზული საუბარი გელით. დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ, თუმცა დღის პირველი ნახევრის უსიამოვნებები დამშვიდების საშუალებას არ მოგცემთ. ალბათ, მოქმედების ახალი ტაქტიკა უნდა შეიმუშაოთ. ამ დღეს სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა.

მორიელი
წარმატებული დღე და მაცდური საქმიანი წინადადება გელით. გახსოვდეთ, უფასო მხოლოდ ყველია და ისიც სათაგურში. თქვენი სიბრძნე და გამჭრიახობა დაგეხმარებათ პრობლემებთან გამკლავებაში. ეცადეთ, მიმდინარე პროცესებზე კონტროლი არ დაკარგოთ.

მშვილდოსანი
გადაუჭრელი პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულება თქვენგან მაქსიმალურ აქტიურობასა და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს. შესაძლოა, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწიოთ. თქვენი გულუბრყვილობის გამო შესაძლოა, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და ბოროტი ხუმრობის მსხვერპლად იქცეთ. მოსალოდნელია პრობლემები პარტნიორებთან ან ახლო ნათესავთან. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. მოსალოდნელი პრობლემები სწორედ მათ უკავშირდება.

თხის რქა
ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან, ხარჯვასა და შეძენასთან. ერიდეთ ახლობლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევას. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

მერწყული
რთული დღეა. წვრილმანი პრობლემები და ოჯახში ფუსფუსი ძალიან დაგღლით. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა ნერვიული სისტემის დაავადება. თქვენი ხაზგასმული ჩაურევლობა ახლობელი ადამიანების პირად ცხოვრებაში არც ისე სწორი გადაწყვეტილებაა.

თევზები
თქვენი წარმატება დამოკიდებულია თქვენსავე წინდახედულობასა და გამჭრიახობასთან. ეცადეთ, მიმდინარე პროცესებზე კონტროლი არ დაკარგოთ. ყურადღება მიაქციეთ უფროსი ნათესავების ჯანმრთლობის მდგომარეობას. ნუ იქნებით უკეთესი მომავლის იმედად და ეცადეთ, სისტემატური, ბეჯითი შრომის უნარი გამოიმუშაოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები