16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ დღის ტენდენციები ხელს უწყობს დაგროვილი დანაზოგის გამრავლებას. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული ბანკში შეინახოთ ან თანხის ინვესტიცია მომგებიანად მოახდინოთ. თუკი ხელშეუხებელი მარაგი გაქვთ, სერიოზულად დაფიქრდით ვარსკვლავების რჩევებზე.

კურო
ეს დღე ეჭვებთან და მძიმე არჩევანთან ასოცირდება. გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება ორ ერთნაირად მნიშვნელოვან და ძვირფას ადამიანებს შორის. თუკი რამეში ეჭვი გეპარებათ, აიღეთ რამდენიმედღიანი შესვენება. განეწყვეთ სტაბილურობასა და საიმედოობაზე, დაე, ეს გახდეს არჩევანის გაკეთების დროს თქვენი ძირითადი კრიტერიუმი.

ტყუპები
ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პროგრესი გელოდებათ. სავარაუდოდ, ახალი მფარველები, ხელმძღვანელები და პარტნიორები გამოგიჩნდებიან. დისციპლინა და თავდაჯერებულობა – ეს ის თვისებებია, რომლებიც აუცილებელია თქვენთვის წარმატების მისაღწევად.

კირჩხიბი
ეს დღე შესანიშნავია ნებისმიერი წამოწყებისთვის. ამ დღის მოვლენები თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს გამოიწვევს. დიდი შანსია, რომ სწორედ ამ დღეს შეხვდეთ მასწავლებელს, მრჩეველს ან უბრალოდ, კეთილისმსურველს. იცვლება ცხოვრება და იცვლებით თქვენც. საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად ეს დღე შესანიშნავია. ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს: ძველს მაინც ვერ შეინარჩუნებთ!

ლომი
როგორც არ უნდა ეცადოთ სასიამოვნო დროსტარებას, თქვენგან მაინც მოითხოვება საქმიანი აქტივობა. თქვენი ორგანიზატორული შესაძლებლობები შესამჩნევი გახდება. თქვენი ავტორიტარიზმის გამო, არ გამოირიცხება კონფლიქტი ახლობელ ადამიანებთან. გაითვალისწინეთ, ახლა შესანიშნავი დროა პროფესიონალიზმის დასახვეწად და ავტორიტეტის გასამყარებლად.

ქალწული
თქვენი ემოციები პრაქტიკული იდეალებით შემოიფარგლება, რომლებიც მეტ-ნაკლებად სასარგებლოდ წაგადგებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ, როგორ გაფასებენ გარშემომყოფები და დროულად მოახდინოთ რეაგირება მიმდინარე ცხოვრებისეულ გარემოებებზე.

სასწორი
ოჯახურ გარემოს პრიორიტეტად დაისახავთ. მეუღლეები დიდ ძალისხმევას გამოიჩენენ ყოფითი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და საზღვარგარეთ დასვენების დასაგეგმად. შეეცადეთ, გამგზავრებამდე ან მოგზაურობის დროს არ იკამათოთ. გადააბარეთ საკუთარი საქმეები კოლეგებს და დაგეგმეთ დაუვიწყარი დასვენება.

მორიელი
თანამოაზრეების კოლექტივში მოგიწევთ მუშაობა. დავალება, რომელიც კოსმოსიდან მიიღეთ, არის საკუთარი ნიჭისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ინოვაცია მატერიალურ გაძლიერებას მოითხოვს და ცხოვრების ეს წესი აუცილებლად უნდა აითვისოთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს შინაგან სულიერ პრობლემებს დიდ დროს დაუთმობთ. ინდივიდუალური შემოქმედების მიმართ თქვენი ინტერესი გაორმაგდება. აუცილებლობის შემთხვევაში, შეეცადეთ დამატებითი ცოდნა მიიღოთ. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი მუშაობის ხარისხს და უფრო მეტ ფულად სარგებელს მოგიტანთ.

თხის რქა
ოჯახში პრობლემები არ გამოირიცხება. ეს ნეგატიურად აისახება თქვენს შრომისუნარიანობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ძალიან ხართ დაკავებული, მაქსიმალურად შეეცადეთ, იზრუნოთ ოჯახსა და ახლობელ ადამიანებზე.

მერწყული
თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ არა დაგეგმილ ვადებში. ნუ გექნებათ პარტნიორების დახმარების იმედი. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ სიფრთხილე. შეეცადეთ, არ იკამათოთ პარტნიორებთან პერსპექტივებისა და სწორი ხედვის გამო.

თევზები
ხელოვნება, შემოქმედება, ბავშვებთან მუშაობა – ეს ის სფეროებია, რომლებშიც საკუთარ ნიჭს გამოავლენთ. ამ დღეს შეგიძლიათ დაკავდეთ კოსმეტიკური ოპერაციებით, ორგანიზმისა და კანის გაწმენდით. ასევე, იზრუნეთ თმის სიჯანსაღეზე. ოღონდ გახსოვდეთ, რომ სილამაზეს არა მხოლოდ ნიღბები და კრემები სჭირდება, არამედ შინაგანად მშვიდი მდგომარეობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები