16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ვალის აღებას. მეტი ყურადღება გმართებთ სამსახურის საქმეების მიმართ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კურო
მოერიდეთ შეცდომის დაშვებას ფინანსური ოპერაციების შესრულებისას. გაფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ფული, არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები.

ტყუპი
ცვლილებების დღე გელით. ზოგიერთს დაწინაურება, ახალ სამსახურში გადასვლა ელის.

კირჩხიბი
სამსახურისა და საოჯახო საქმეების შესრულების დროს ხშირ-ხშირად დაისვენეთ. შეიძლება ახალი, ერთი შეხედვით მარტივი, სამსახური შემოგთავაზონ, მაგრამ თანხმობამდე კარგად დაფიქრდით.

ლომი
კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევთ. ზოგიერთს მოგზაურობის, სწავლის დაწყება ელის, ზოგიც სარფიან შემოთავაზებას მიიღებს.

ქალწული
დღეს გარშემო მყოფები თქვენს შესაძლებლობებს, ნიჭს სათანადოდ დააფასებენ. წარმატება გელით სამსახურის საქმეებში, ზოგს – დაწინაურება.

სასწორი
საინტერესო ნაცნობობა გელით. შეიძლება ახალი სამსახური შემოგთავაზონ. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა და დამოკიდებულება მეგობრებთან.

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ფულს დღესვე ნუ დახარჯავთ. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.

მშვილდოსანი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მაგრამ ნუ გადაიღლებით. ნუ ენდობით დაპირებებს.

თხის რქა
დღეს შანსი მოგეცემათ გამოიცვალოთ სამსახური, გაიჩინოთ შეყვარებული. სასურველის მისაღწევად მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ.

მერწყული
დღეს შეუძლებელს შეძლებთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეებს და მიზანდასახულად იმოქმედეთ.

თევზები
კარგი დღეა კონსულტაციის მისაღებად, დიაგნოსტირებისთვის. მაქსიმალურად ეფექტიანი პროფილაქტიკური პროცედურები.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები