15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კვირის ბოლოს საშინელ გადაღლას იგრძნობთ და თქვენი აქტიურობა საგრძნობლად მოიკლებს. შესაძლოა, საქმეს ახალმა და საკმაოდ ავტორიტეტულმა ნაცნობებმა მოგწყვიტონ. ამ ადამიანებს გაცილებით მაღალი სოციალური მდგომარეობა უკავიათ. თუ სიამაყეს დაივიწყებთ და ავტორიტეტული ადამიანის რჩევებს გაითვალისწინებთ, სადავო საკითხების უმეტესობას გადაჭრით.

კურო
თვის შუა რიცხვებში შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. ვირუსული დააადების გამო სამსახურის საქმის მიმართ ყოველგვარ ინტერესს დაკარგავთ და შესაძლოა, სასიყვრულო თავგადასავლებიც დაივიწყოთ. ასაკოვანმა კუროებმა ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და ტრამვებს ერიდონ.

ტყუპები
შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო და შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შანსი გაგიჩნდეთ. ამ დღიდან თქვენი საქმეები შესანიშნავად აეწყობა. გირჩევთ, რემონტი დაიწყოთ. მჟამად ის ძალიან სწრაფად და წარმატებულად დასრულდება.

კირჩხიბი
ამ დღეს ძალიან ეფექტური იქნება სახისა და ტანის მოვლის პროცედურები. მასაჟის რამდენიმე სეანსი მხოლოდ ჯანმრთელობაზე კი არა, თქვენს გარეგნობაზეც სასიკეთოდ აისახება. ნუ დაგენანებათ ფული საკუთარი თავისთვის. ამ დანახარჯს მალე აანაზღაურებთ.

ლომი
კარგი დროა ოჯახური ურთიერთობისა და ბუნებაში აქტიური დასვენებისთვის. მოერიდეთ ნერვიულობას და მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებზე ზრუნვას. გაუწოდეთ დახმარების ხელი მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ეცადეთ, იპოვოთ საჭირო სიტყვები და შეურიგდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნებურად გული ატკინეთ. ხელს ნუ ჰკრავთ მათ, ვინც სასარგებლო რჩევებს გაძლევთ.

ქალწული
შესაძლოა, ზოგიერთმა ქალწულმა რელიგიური, ფილოსოფიური ან სამეცნიერო იდეების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სცადოს. ამ დღეს სულიერისა და მატერიალურის შერწყმა არ ღირს, რადგან შესაძლოა, საღად აზროვნებისა და სულიერი განვითარების ყველანაირი შესაძლებლობა დაკარგოთ.

სასწორი
ოჯახში ან საყვარელ ადამიანთან გაუგებრობამ შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ. ფინანსური სირთულეები გელით – შესაძლოა, ვალის დაბრუნება დროზე ადრე მოგთხოვონ. ემოციურად არასტაბილურად გრძნობთ თავს, ამიტომ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციისგან თავის შეკავებას გირჩევთ.

მორიელი
ენერგიით სავსე ხართ, რაც სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საკუთარ გარეგნობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეწვიეთ სილამაზის სალონს და გარდერობი განაახლეთ – განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და თავსაც უფრო მხნედ იგრძნობთ.

მშვილდოსანი
მზად ხართ, საკუთარი მსოფლმხედველობა ყველა გარშემო მყოფზე და პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის წევრებზე განავრცოთ. ამ დღეს სუფთა ჰაერზე ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. გირჩევთ, ბავშვებიც აიყოლიოთ და ფეხბურთი ითამაშოთ, იცურაოთ ან ივარჯიშოთ.

თხის რქა
სურვილი გაქვთ, ნახოთ ადამიანი, ვისაც სულს გადაუშლით, მაგრამ თანდაყოლილი სიფრთხილის გამო ამის გაკეთებას ვერ ბედავთ. ეცადეთ, დაარწმუნოთ პარტნიორი, რომ წესიერი და საიმედო ადამიანი ხართ და გარეგნული სიმკაცრის მიუხედავად, კეთილი გული გაქვთ.

მერწყული
გარშემო უამრავი თაყვანისმცემელი გახვევიათ, მაგრამ ყველას თავგზას უბნევთ, რადგან თავისუფლება ყველაფერს გირჩევნიათ. ნუ ეცდებით საკუთარ გრძნობებში გარკვევას. ამ ეტაპზე სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ხართ. სასიყვარულო კავშირები ხანმოკლე იქნება, ამიტომ იმას დაკმაყოფილდით, რაც ამჟამად გაქვთ.

თევზები
ეს დღე ოცნებებს და ილუზიებს მოერიდეთ. შესაძლოა პირწმინდა ტყუილი სიმართლედ მიიღოთ, ამიტომ თავი შორს დაიკავეთ აზარტული თამაშებისგან. გაითვალისწინეთ, რომ ახალი, თუნდაც სასიამოვნო ნაცნობობა ნამდვილ სიყვარულს არ ნიშნავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები