14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარიერული ზრდისთვის ხელსაყრელი დღეა. განსაკუთრებული წარმატება ელით ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს და სამხედროებს – მათი პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სანამ დროა, გამოიყენეთ სასარგებლო ტენდენციები და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეთ. გირჩევთ სიყვარულში ერთგულება შეინარჩუნოთ.

კურო

ეს დღე ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა. შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ სწავლას ან ახალი პროფესის ათვისებას. იფიქრეთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სწავლის გაღრმავებაზე და ახალი უნარების შეძენაზე. თუ არ იცით, დროა, მანქანის ტარებაც ისწავლოთ.

ტყუპები

ამ დღეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სურვილი გექნებათ. უძრავი ქონების შეძენამდე გირჩევთ ამ საქმის მცოდნე ადამიანებთან კონსულტაცია გაიაროთ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. კარგი იქნება თუ სამსახურში გვიანობამდე არ დარჩებით და სახლში დროულად მიხვალთ. ფიზიკური აქტივობა შესანიშნავად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ეცადეთ სუფთა ჰაერზე მეტი ივარჯიშოთ.

ლომი

სწავლასა თუ საქმეში წინსვლა გელით. პრობლემები სწრაფად და დაინტერესებული მხარეებისთვის ხელსაყრელი პირობებით გადაწყდება. გირჩევთ ენერგიული იყოთ, მაგრამ ჯიუტი არა.

ქალწული

ამ დღეს განსაკუთრებით ფრთხილი ხართ და ექსპერიმენტებზე არ თანხმდებით. გუშინდელი დღისგან განსხვავებით, ამჯერად პირველ შთაბეჭდილებაზე მეტად, ბოლოს უნდა ენდოთ. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

სასწორი

ახალი კვირის დასაწყისი ახალი საქმეებისა და სერიოზული პროექტების დასაწყებად შეუფერებელი დროა. ამ დღეს რჩეულთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დამყარება გიჭირთ.გირჩევთ განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის უფროსი წევრებისა და ბავშვების მიმარეთულებით გამოიჩინოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა როგორც ქონებრივი და მატერიალური საკითხების, ისე პირადი პრობლემების მოსაგვარებლად. მოსალოდნელია გავლენის სფეროების გაფართოვება ბიზნესსა და სამსახურში და მიზანთან მიახლოვება. თუ ახალ სამსახურში გადასვლას ან ოჯახის შექმნას აპირებთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების უმეტესობა გაცილებით სერიოზულ და საპასუხისმგებლო საქმეში ჩაერთვება. კარიერულ ზრდაში სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ნათესავები დაგეხმარებიან. საკუთარ გეგმებსა და პროექტებზე რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან უნდა ილაპარაკოთ. ასეთი მსჯელობა აუცილებლად სარგებლობას მოგიტანთ.

თხის რქა

კარგი დროა კრედიტის აღებისთვის. გარემოებები გაიძულებენ ინვესტიციები ეძებოთ და შესაძლოა, ამის მოსაგვარებლად შორეულ მგზავრობაში წასვლაც მოგიწიოთ. ბევრი იფიქრეთ, სანამ ინვესტიციების სადმე ჩადებას გადაწყვეტთ. საიმედო ხელშეკრულება დადეთ, რომელიც გარანტიას მოგცემთ, რომ შემოსავალს მიიღებთ.

მერწყული

ამ დღეს მიზანსწრაფული, ძლიერი და გამჭრიახი მერწყულები იმდენად მომხიბლელად გამოიყურებიან, რომ ადამიანებში შურს და მტრობას აღძრავენ. ეცადეთ საკუთარი მიღწევებისა და ფინანსური მდგომარეობის აფიშირება არ მოახდინოთ. თავმდაბლობა გამოიჩინეთ და უამრავ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან.

თევზები

პლანეტების განლაგება თქვენზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. სამსახურში წარმატებები და მომგებიანი გარიგებები გელით. ახალი კონტაქტების დამყარება ახალ სამსახურში მოწყობაში დაგეხმარებათ. თამამად შეუდექით ახალი პროექტების განხორციელებას

კომენტარები

სხვა სიახლეები