14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ზედმეტად მგრძნობიარე და გულჩვილი ხართ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, დოკუმენტების გაფორმებას.

კურო
დღეს შვილების პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ და პირად ჯანმრთელობას.

ტყუპი
დღეს ახლობლების კეთილდღეობისთვის მოგიწევთ დროისა და ფულის ხარჯვა.

კირჩხიბი
კარგი დღეა სარეკლამო და პიარ-აქციებისთვის. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა და ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს.

ლომი
მოერიდეთ უცხო ადგილებში გვიან სიარულს, უცხოებთან კონტაქტს, კანონის დარღვევას. მოერიდეთ დიდი აუდიტორიის წინაში სიტყვით გამოსვლას.

ქალწული
ნუ მიეჯაჭვებით საგნებს. უმჯობესია გათავისუფლდეთ ძველი ნივთებისგან და ახლები შეიძინოთ.

სასწორი
ყურადღებით იმოქმედეთ, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაგიჩნდეთ პრობლემები. მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად და რჩევისთვის ახლობლებს მიმართეთ.

მორიელი
გაფრთხილდით, არავინ მოგტყუოთ, ან საკუთარი ილუზიების მსხვერპლი არ გახდეთ. კარგი დღეა ფლირტისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის.

მშვილდოსანი
დღეს გარშემო მყოფები ყველაფერში დაგეხმარებიან. ამიტომ, მათთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

თხის რქა
დღეს სხვისი მითითებების შესრულება მოგიწევთ. მშვიდად მიიღეთ სხვისი თამაშის წესები და ეცადეთ, უშეცდომოთ იმოქმედოთ.

მერწყული
ახალ პროექტებზე მუშაობისას ნერვიულობა და დაძაბულობაა მოსალოდნელი. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ყურადღებით იმუშავეთ.

თევზები
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას დედმამიშვილებთან. გარშემო მყოფებისთვის მოერიდეთ ისეთი კითხვების დასმას, რაც კონფლიქტს გაამწვავებს. მოსალოდნელია ფულის ფლანგვა.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები