14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
რა საქმესაც დღეს ხელს მოკიდებთ, ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ. გარშემო მყოფების უწესო საქციელზე კი ყურადღებას ნუ გაამახვილებთ.

კურო
წარმატება გელით სამსახურის საქმეებშიც და პირად ცხოვრებაშიც. ხშირად გაიღიმეთ.

ტყუპი
ცვლილებების დღეა. აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი
სიყვარულში წაგება ან მოგება წარმოუდგენელია. მასში მხოლოდ მონაწილეობაა შესაძლებელი. ხოლო თუ უარს იტყვით, უკვე წაგებული იქნებით.

ლომი
დღე საოჯახო საქმეებს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას უნდა დაუთმოთ.

ქალწული
მეტი ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. დაქორწინებულისთვის ღალატი კი არა, ფლირტიც დაუშვებელია.

სასწორი
თუ ზუსტად იცით რა გსურთ, ნუ გააწვალებთ საყვარელ ადამიანს და პირდაპირ უთხართ.

მორიელი
პირად ცხოვრება საინტერესო ცვლილებებითაა აღსანიშნავი. საღამოს რომანტიკული ვახშამი, საყვარელ ადამიანთან ერთად გამოფენაზე ან თეატრში გასეირნება გელით.

მშვილდოსანი
არ გადაიღალოთ. მეტად დაისვენეთ, გაუფრთხილდით კუჭს, ხერხემალს.

თხის რქა
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან.

მერწყული
კარგი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. მათ დასახმარებლად.

თევზები
მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარი თავის მოვლას. კარგია ვარჯიში და ორგანიზმის გაწმენდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები