13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღე კომერციული გარიგებებისა და სარისკო პროექტებისთვის. ხელსაყრელი კი იმიტომ, რომ საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს თქვენი პოპულარობისა და ავტორიტეტის ზრდას. თქვენი აზრი არ დარჩება შეუმჩნეველი მათთვის, ვისაც ამის დანახვა სურს. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრისთვის.

კურო

გირჩევთ ერთი დღე დასვენებას ან პარკში გასეირნებას დაუთმოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. დააკვირდით საკვების ხარისხს – მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები და ინტოქსიკაცია. გახსოვდეთ, ზომიერება ყველაფერში საჭიროა.

ტყუპები

მძიმე და საშიში დღეა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ აქტობისგან. უარი თქვით გარიგებების დადებაზე და ახალი საქმის დაგეგმვაზე, რადგან ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. მოსალოდნელია დამატებითი ფინანსური ხარჯები. შესაძლოა, ეს ძველი ვალები ან ვალდებულებები იყოს, რომლებიც უკვე დაგავიწყდათ. არ არის გამორიცხული ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა კატეგორიულობამ შეიძლება საქმე გაართულოს.

კირჩხიბი

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას გამოწვევები ელით. არ არის გამორიცხული ფულის გამო ჩხუბი. ეცადეთ, მცირე უსიამოვნებები დაივიწყოთ და ახლობელ ადამიანებს წყენა აპატიოთ. ძლიერი ჯანმრთელობა და თავდაჯერება კონფლიქტებთან გამკლავების საშუალებას მოგცემთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრებისა და ინტიმური ურთიერთობებისათვის. საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის ყველა შესაძლებლობა გაქვთ. თქვენი პრინციპულობა და გამბედაობა მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ.

ქალწული

მძიმე და საშიში დღეა. ტრავმებისა და უბედური შემთხვევების ალბათობა დიდია. გირჩევთ, გააუქმოთ ყველა მოგზაურობა და მივლინება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსურ ვალდებულებებთან, რომლებიც ადამიანებთან გაკავშირებთ. ეცადეთ, კრიტიკულად გადახედოთ საკუთარ ხარჯებს – აკონტროლეთ, ფულს რაში ხარჯავთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი მარტო სეირნობას დაუთმოთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. ძველი ვალდებულებების გამო მოსალოდნელია ყოფილ პარტნიორებთან კონფლიქტები, აგრესია და პრობლემები. ძლიერი ნერვები და საკუთარი წარმატების რწმენა კონფლიქტებთან გამკლავების საშუალებას მოგცემთ.

მორიელი

აქტიური დღეა. მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდება, რომ რამეს პროგნოზირება შეუძლებელი იქნება. ფინანსური მდგომარეობა გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო მნიშვნელოვნად გაუარესდება – ოჯახის შუა თაობის წარმომადგენლები უფროსი და უმცროსი თაობის ყველა პრობლემას საკუთარ თავზე აიღებენ. მოსალოდნელია შურიანი ადამიანებისა და არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები.

მშვილდოსანი

შინაგანი თავისუფლებისა და სიცოცხლით ტკბობის დღეა. ხელსაყრელია ახალი ნაცნობობა, ცოლ-ქმრული ურთიერთობა, გართობა და მხიარულება. ხელიდან არ გაუშვათ პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. შესაძლებელია სასიყვარულო ან ოჯახური პრობლემების მოგვარება. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი პარტნიორის კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ერიდეთ ზედმეტ კატეგორიულობას. თავი შეიკავეთ ინდივიდუალური სამუშაოსგან, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ ვალდებულებებს უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, ახალი პარტნიორები მიიზიდოთ, ინტუიციას და მეგობრულ რჩევებს ენდოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია მარტოობაში დასვენება.

მერწყული

რთული დღეა, რომელიც დაავადებების გამოვლენას და გამწვავებას უკავშირდება. ნუ გადატვირთავთ მხედველობის ორგანოებს. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ. მიმართ. სამწუხაროდ, საყვარელი ადამიანი შეიძლება ერთი დაუფიქრებელი სიტყვით შეურაცხყოთ. საღამოს სასურველია სუფთა ჰაერზე გასეირნება და ფიზიკური მუშაობა.

თევზები

ამ დღეს თვითგანადგურების ტენდენცია აქტიურდება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც სამგზავრიდ წასვლას გაიძულებთ. ერიდეთ სარისკო ოპერაციებს და ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ზომიერება შეინარჩუნოთ. გადაჭარბებულმა მიჯაჭვულობამ და გრძნობების ემოციურმა გამოხატვამ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები