12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატებული დღეა, თუ ყველაფერს წინასწარ დაგეგმავთ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს შეძლებთ პარტნიორთან თანხმობის მიღწევას და სულიერი სიმშვიდის მოპოვებას. ამჟამად ყველაზე მეტად მეგობრების რჩევა გჭირდებათ, თუმცა მხოლოდ ამ რჩევებს თუ დაეყრდნობით, იმედგაცრუება გელით.

კურო
შესაფერისი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ფიზიკური დატვირთვისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, სულიერი ჰარმონია, სიმშვიდე და დიდსულოვნება წარმატების საწინდარია. თქვენმა მომხიბვლელობამ შეიძლება სასწაულები მოახდინოს.

ტყუპები
ამ დღეს მოსალოდნელია ბედის უეცარი შემობრუნება. პარტნიორების მოულოდნელი მოქმედება გაიძულებთ, ბევრი იშრომოთ და შესაძლოა, თქვენთვის უცნობი საქმითაც კი დაკავდეთ. თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება, რადგან საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. გამორიცხული არაა, რომ ფინანსურ ან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებულმა შეხვედრამ ძალიან გაგანერვიულოთ.

კირჩხიბი
ამ დღეს ახლობელ ადამიანთან დაკავშირებული მღელვარება ახლავს. შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდეს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაშორდებით თუ სირთულეებს გადალახავთ. პირადი ცხოვრება თავდაღმართისკენ მიექანება და კარგად უნდა მოიფიქროთ, ეს პროცესი როგორ შეაჩეროთ. გირჩევთ, სიამაყე დასძლიოთ და საყვარელ ადამიანთან დათმობაზე წახვიდეთ.

ლომი
ეს დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ წინასწარ დაგეგმავთ. ურთიერთობებში ეცადეთ მხოლოდ ღირსეული ადამიანები დაიახლოოთ, თორემ შესაძლოა, დიდ გაუგებრობაში მოყვეთ.

ქალწული
დასვენების, სულიერი გარდაქმნისა და ეჭვებისგან გათავისუფლების დღეა, რომელიც ახალ შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ცდილობთ, საკუთარი შინაგანი სამყარო და სულიერი ფასეულობები გამოავლინოთ. გირჩევთ, ეს დღე ოჯახთან ერთად სახლის გარეთ გაატაროთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ხორციანი კერძების მიღებისგან.

სასწორი
ეს დღე სიცრუესა და ილუზიებს განასახიერებს. გეგმები შეიძლება შეიცვალოს, ურთიერთობა ყალბი აღმოჩნდეს, ძალისხმევა კი არავითარ შედეგს არ მოიტანს… მოსალოდნელია კონფლიქტი, რაც არაკეთილმოსურნეთა შურს ან თქვენსავე ქარაფშუტობას უკავშირდება. ფრთხილად იყავით – ამ დღეს ემოციების მართვა რთული იქნება.

მორიელი
ეს დღე სიცრუეს, ღალატსა და ილუზიებს განასახიერებს. ოცნების კოშკებს აგებთ, მაგრამ შესაძლოა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდეს და ფინანსურ სფეროში კრახი განიცადოთ. იყავით კრიტიკული საკუთარი თავისა და გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ახლა ყველაზე მეტად სიფრთხილე და ყურადღება გჭირდებათ.

მშვილდოსანი
ენერგიით დამუხტვისა და განწმენდის დღეა. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან წარმატებულ ურთიერთობას გააბამთ, თუმცა ზედმეტმა აჩქარებამ და მეტოქეების ჩარევამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს.

თხის რქა
დაძლიეთ საკუთარ თავში მორცხვობა და მეტისმეტი მგრძნობიარობა. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი. თხის რქა ქალებს ახალი ნაცნობობა ელით, თუმცა ურთიერთობა ხანმოკლე იქნება – მოსალოდნელია იმედგაცრუება ან წყენა.

მერწყული
ეს დღეს შესაფერისია საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. ბევრი მერწყული მორალურ კმაყოფილებასა და ენერგიის მოჭარბებას იგრძნობს საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი შეხვედრების, კონკურსებისა და კონცერტების წყალობით. გირჩევთ, საზოგადოებრივი საქმიანობა ბავშვებს მიუძღვნათ.

თევზები
ამ დღემ შესაძლოა, მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს. ადამიანებმა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, შეიძლება თქვენი პიროვნების სრულყოფასა და დამოუკიდებლობას შეუწყონ ხელი. დიდხანს ნუ იფიქრებთ და დასთანხმდით ნებისმიერ საქმიან წინადადებას, რომელსაც ამ დღეს შემოგთავაზებენ. პირად ცხოვრებაში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები