12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, წაუკითხავად საბუთებს ხელი არ მოაწეროთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევისგან (სიგარეტის მოწევა, სმა). დაივიწყეთ ძველი წყენა და გაუმჯობესეთ დამოკიდებულება ძველ შეყვარებულთან, მეგობრებთან.

კურო
მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. არ დაუშვათ კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
მნიშვნელოვან საქმეებს კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით მოაგვარებთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს პრობლემებთან გამკლავებაში.

კირჩხიბი
ძირითად საქმიანობას მიაქციეთ ყურადღება; გასართობსა და ჰობის დრო სხვა დღეს დაუთმეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. საღამოს სასიამოვნო ნაცნობობა და ახლობლებთან ერთად მხიარულება გელით.

ლომი
წარმატების მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. დაიხმარეთ კოლეგები. პარტნიორთან გააუმჯობესებთ ურთიერთობას, თუ მისი სურვილების გათვალისწინებით იმოქმედებთ. საღამოს კარგია მასაჟი, ცურვა.

ქალწული
სამსახურის საქმეების პარალელურად არც საოჯახო ვალდებულებები დაივიწყოთ. გამოიჩინეთ ინიციატივა და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ. თუ რაიმეს გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, დროს ნუ დაკარგავთ, ამოქმედდით. თუმცა, საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების გამო საყვარელ ადამიანს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ.

მორიელი
სანამ ძველ საქმეს არ დაასრულებთ, ახალს ხელი არ მოკიდოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან; საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი ყურადღებით გაიაზრეთ. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ მასთან დამოკიდებულებას. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

თხის რქა
სამსახურში მეტი ყურადღება მიაქციეთ ტექნიკურ მხარეს. გაუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მოთოკეთ ემოციები დ ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. ახალგაცნობილებს იმედი ნუ გექნებათ.

მერწყული
ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძალები. საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. მუშაობისას მოერიდეთ რისკს. მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულის გადაშლას. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

თევზები
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, დაწინაურდეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მოერიდეთ თვითმკურნალობას. პირადში გადაწყვეტილებებს “ცხელ გულზე” ნუ მიიღებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები