12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს მიღებული ინფორმაცია კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. სწორ გადაწყვეტილებებს ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღებთ.
კურო
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ზოგიერთს ჰობი შემოსავლის წყაროდ გადაექცევა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.
ტყუპი
საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი გელით. კარგი დღეა საყიდლებისთვის. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
კირჩხიბი
სასურველის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად. მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ, ან ძველ ვალს დაიბრუნებთ.
ლომი
კარგი დღეა ჩანფიქრისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
წარმატება გელით სავაჭრო და ფინანსურ საქმიანობაში. წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის დღეს ჯილდოს მიიღებთ. დასახული მიზნიდან არ გადაუხვიოთ.
სასწორი
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ ან ახალ შემოსავლიან სამსახურს შემოგთავაზებენ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.
მორიელი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები და პროექტები. მოაწესრიგეთ იურიდიული დოკუმენტები და ფინანსური საბუთები. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.
მშვილდოსანი
ახალი პროექტები თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ. წარმატებას მოგიტანთ კოლექტიური მუშაობა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
თხის რქა
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. კარგი დღეა სამომავლო იდეების განსახილველად, ახალი საქმეების დასაწყებად.
მერწყული
მშვიდი დღე და უამრავი თავისუფალი დრო გელით. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანისა და ნათესავების მიმართ. პოზიტიურ განწყობას სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა შეგიქმნით.
თევზები
სხვადასხვა სფეროში სიახლეები და ცვლილებები გელით. გამონახეთ დრო სწავლისთვის. ახლობლებთან ურთიერთობისთვის.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები