12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ. ახალ ვალდებულებებს ნუ შეუშინდებით, ყველაფერს საუკეთესოდ მოაგვარებთ. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ.

კურო
მეტად გამოავლინეთ საკუთარი შესაძლებლობები და დაიცავით საკუთარი პოზიცია. კარგი დღეა საყიდლებისთვის. საყვარელ ადამიანს სამსახურის ამბებს კი ნუ მოუყვებით, რომანტიკული გარემო შეუქმენით.

ტყუპი
კარგი დღეა ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად. ზოგიერთი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
როგორი დატვირთული დღეც არ უნდა გქონდეთ, ოჯახის წევრებს და შვილებს მზრუნველობასა და ყურადღებას ნუ მოაკლებთ. კარგია სირბილი, აერობიკა. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე.

ლომი
სწრაფად დაასრულეთ საქმეები და დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ახალ გაცნობილებთან, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ.

ქალწული
მოიკრიბეთ ძალები, რათა დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
დაფიქრდით ბიზნესის გაფართოებაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ იდეების განხორციელება. გამოიჩინეთ მზრუნველობა ნათესავების მიმართ. რომანტიკული განწყობა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გაგიუმჯობესებთ.

მორიელი
ყველა საქმეს წარმატებით მოაგვარებთ. ეცადეთ, არ დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ერთად წაიკითხეთ, ითამაშეთ, ისეირნეთ. ნუ განმარტოვდებით, მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

მშვილდოსანი
მცირე სირთულეების გამო ნუ იტყვით უარს ახალი იდეების განხორციელებაზე. მეტად გაერკვიეთ დეტალებში. ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. რაც უფრო მეტ დროს გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით, მით უკეთესია თქვენთვის.

თხის რქა
ჩამოწერეთ საქმეების სია, რომლებსაც ორშაბათიდან განახორციელებთ. დღეს დაასრულეთ დაწყებულები და ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ დრო. ახალი ნაცნობობა გელით, მაგრამ მოერიდეთ თქვენი იდეების, გეგმების გამხელას.

მერწყული
მაქსიმალურად ეცადეთ მოაგვაროთ სამსახურის საქმეები. მოიძიეთ ახალი სპონსორები. საყვარელ ადამიანთან შესარიგებლად, ურთიერთობის გასაუმჯობესებლად პირველი ნაბიჯი თავად გადადგით. კარგია სეირნობა და სირბილი.

თევზები
წესების დაცვით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. ახალი ნაცნობობა გელით, მაგრამ ჭკვიანად მოიქეცით.

კომენტარები

სხვა სიახლეები