11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ გეგემები. ყურადღებით იყავით, რათა არაფერი გამოგრჩეთ. გარშემო მყოფები თქვენგან ახალ და ორიგინალურ იდეებს ელოდებიან.

კურო
მიზნის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ, სამაგიეროდ, როცა სასურველ მიაღწევთ, საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით. საქმეების მიუხედავად ყურადღებას ნუ მოაკლებთ მშობლებს, შვილებს. კარგი დღეა თვითგანათლებისთვის.

ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეხვდით თანამოაზრეებს და განიხილეთ პროექტები, რომლებსაც ორშაბათიდან განახორციელებთ. ახალი იდეები აუცილებლად ჩაიწერეთ, თორემ დაგავიწყდებათ.

კირჩხიბი
დაიწყეთ ფულის შეგროვება; ან ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად, ან მგზაურობისთვის. რის გამოც ყოველდღიური ხარჯის შემცირება მოგიწევთ.

ლომი
არ გაგიჭირდებათ გარშემო მყოფების აყოლიება და ახალი პროექტების დაწყება. მთავარია, დეტალები კარგად განიხილოთ და გვერდით ერთგული და მცოდნე ადამიანები გყავდეთ.

ქალწული
დღევანდელ დღეს შეიძლება ოჯახური ვუწოდოთ. საოჯახო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ზოგიერთებს კი დიდი ხნის უნახავ ან შორეულ ნათესავებთან ელით შეხვედრა. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

სასწორი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ იმის გამო, რომ ვიღაცასთან წაფლირტავება მოგინდათ. ეჭვიანობა და ურთიერთობის გარჩევა კარგად არ დამთავრდება.

მორიელი
ახალი გეგმების განხორციელებას დრო, ენერგია და ფინანსები დასჭრიდება. ეცადეთ, ყველა წვრილმანი კარგად გაანალიზოთ. დახმარებისთვის კი სპეციალისტებს უნდა მიმართოთ.

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეებით დატვირთული დღის ბოლოს საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას უცხოებთან.

თხის რქა
დღეს მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიიღებთ. ყურადღებით იყავით. შეიძლება ისეთ ნივთებს მიაგნოთ, რომლებსაც დაკარგულად თვლიდით და მათი ხილვის იმედიც კი დაკარგული გქონდათ.

მერწყული
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. ზოგიერთს საპირისპირო სქესთან ელის ნაცნობობა, რომელიც საქმიან თუ სასიყვარულო სფეროში მრავალ წელს გასტანს.

თევზები
კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად. შესასრულებელი საქმეების ჩამოსაწერად. სპეციალისტებისგან კონსულტაციის მისაღებად. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები