11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, გაბუტულ ახლობლებთანაც კი. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.
კურო
მეგობრებთან ერთად დილიდან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დილას საოჯახო ვალდებულებები მოაგვარეთ და მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე, პიკნიკზე გაემგზავრეთ.

კირჩხიბი
დილა საოჯახო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ; საღამო – მეგობრებთან ერთად გართობას.

ლომი
მეტი დრო გაატარეთ ნათესავებთან ერთად. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

ქალწული
ნაკლები დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს და მეტი მეგობრებთან ერთად გართობას. საღამო პოზიტიურ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
ავანტიურა და თავგადასავალი გაგიტაცებთ. გარშემო მყოფები არ შეაშინოთ, წყნარად იცელქეთ.

მორიელი
მხიარულებისა და აზარტის დღეა. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. იყავით რომანტიკული.

მშვილდოსანი
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. ყველა საქმე გვერდზე გადადეთ და სამოგზაუროდ გაემგზავრეთ.

თხის რქა
მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. კარგი დღეა ავეჯის გადასაადგილებლად. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

მერწყული
კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამოს მეგობებს შინ უმასპინძლეთ ან კულტურულ ღონისძიებას დაესწარით.

თევზები
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ; ოჯახის წევრები თქვენგან მეტ ინიციატივას ელიან.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები