ზნაურის რაიონში, 15 წლის მოზარდს მეხი დაეცა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს, ზნაურის რაიონში. 15 წლის მოზარდს მეხი დაეცა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაციას აღნიშნულზე “inforustavi” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მოზარდი მდინარიდან ამოვიდა და მობილურ ტელეფონზე ზარი განახორციელა რა დროსაც მეხი დაეცა.

ადგილობრივების განცხადებით, მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სოფელ მუგუთის მკვიდრი იყო.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები